გოგა ხაინდრავა: ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებები მოწმობს, რომ ხელისუფლების ის წევრები, ვინც ეკა გიგაურთან ფლირტში იყვნენ შემჩნეულნი, ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს
17-07-2018, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების გაერთიანება, რომელიც უცხოეთიდან მილიონობით დოლარით ფინანსდება და ცდილობენ გავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე და ხაინდრავას აზრით, სამწუხაროდ, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აჰყვა მათ თამაშს - მათ შორის, გიორგი მარგველაშვილი.

 


“ოღონდ მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და მზად არის საკუთარი ღირსებაც კი შელახოს მათთან ურთიერთობით”, აცხადებს ხაინდრავა.

 


როგორც გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ის წევრები, ვინც ეკა გიგაურთან ფლირტში იყვნენ შემჩნეულნი, ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს, რასაც მოწმობს ქვეყანაში განხორციელებული ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებები.

 


“​სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანების კასტა, არასამთავრობოებს ეძახიან თავს, ეს არის მხოლოდ პატარა მარგინალური ჯგუფი, როგორც წესი ყველაზე მყვირალა და ყველაზე მგზნებარე განცხადებების გამკეთებლები. ​როგორც აღმოჩნდა წლების მანძილზე, ერთადერთი რაც მათ ეხებათ, არის საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. ეს არის მათი დანიშნულება, იმ საქმიანობაში რაშიც ისინი ძალიან დიდ ფულს იღებენ”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 


​მისივე თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ” ათეულობით მილიონ დოლარს ღებულობს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურების სასარგებლოდ იმოქმედონ.

 


“ამ საკითხზე დავა მქონდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კარლ ბილდთან, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შვედ ჟურნალისტებთან ერთად ძალიან სერიოზულად შევისწავლე ეს საქმე, ვიცი ყველა ფონდი, რომელიც აფინანსებს “გამჭვირვალეობას“, ვიცით რა თანხებია ამაში გადახდილი და რისთვის. ვპირდები გიგაურს, რომ მათი პატრონები და ის ადამიანები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილნი და დარწმუნებული არიან, რომ ათეულობით მილიონი დოლარი გამოიყენება კეთილი მიზნებისთვის, დავანახო, რომ კაპიტანი გიგაურის მიზანია შეიქმნას პოლიტიკური კარიერა, სახელი და შემდეგ პოლიტიკაში გადახტეს თავისნაირ მარგინალურ ფიგურებთან ერთად, როგორიც არის დღეს მარგველაშვილი”, აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი