სოზარ სუბარი: "ასეთ შემთხვევაში [ხაიშელებთან] შეხვედრის მოწყობის აზრს ვერ ვხედავ"
07-02-2014, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით, სოფელს ხაიშში გუშინ (6 თებერვალს) გამართული, საზოგადოების შეხვედრა მიტინგში გადაიზარდა. მისი თქმით, როცა საუბარია ხუდონჰესის სერიოზულ პროექტზე, საკითხს სერიოზული აწონ-დაწონვა სჭირდება.

 


"რამდნიმე დღის წინათ ხაიშელებთან შეხვედრაზე ითქვა, რომ მათი სურვილი იყო მომხდარიყო შეხვედრა მთელი სვანეთის წარმომადგენლებთან. თუმცა, ჯერ ერთი, შეხვედრა მიტინგში გადაიზარდა და მიტინგზე ძნელია აზრების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, და მეორე, შეკრებილებს შორის ხაიშელებს ვგულისხმობ, ისინი ამ შეხვედრისგან ელოდებოდნენ, რომ მათ აზრს გაიზიარდებდნენ ყველა სხვა, ვინც იქ იყო მისული, წინააღმდეგ შემთხვევეში, მათთვის მიუღებელი იყო ეს შეხვედრა. ასეთ შემთხვევაში შეხვედრის მოწყობის აზრს ვერ ვხედავ"- განაცხადა სუბარმა.

 

 

გუშინ ხაიშში, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საერთო ყრილობა გაიმართა. კრებას ზემო და ქვემო სავნეთის ყველა თემის წარმომადგენელი ესწრებოდა. უხუცესებმა ხაიშის საშუალო სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, გააცნეს ის საკითხები, რაც შეკრებაზე განიხილეს. უხუცესები სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ, რომელიც მთავრობას გადაეგზავნება. ისინი ხუდონჰესის მშენებლობას წარდგენილი პროექტით კატეგოროიულად ეწინააღმდეგებიან. გუშინვე, ხაიშში სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის რაიონის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/36688-subaris-thqmith-khaishshi-gamarthuli-shekhvedra-mitingshi-gadaizarda.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი