დავით თევზაძე: ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა
16-06-2015, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი სტუდენტობის ჟამს" - ასე იწყებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მიძღვნილ განცხადებას და განაგრძობს:


"ერთხელ, ერთი ახალგაზრდა მთაში ავიდა განდეგილთან და მოწაფეობა თხოვა. განდეგილმა თანხმობა უთხრა და თხოვნით მიმართა: დიდი ხანია აქედან არ გავსულვარ, წყალი მწყურია ძალიან, იქნებ არ დაგეზაროს, მდინარესთან ჩახვიდე და ამომიტანოო. ახალგაზრდა ხალისით დათანხმდა, დასტაცა კოკას ხელი და მდინარესთან ჩაირბინა. აქ, ნაპირთან ახალგაზრდა ქალი დაინახა მობანავე, სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ და კოკა ნაპირთან დააგდო... გავიდა წლები. ახლგაზრდა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. ის ბედნიერად ცხოვრობდა მდინარის პირას, სადაც თავისი მეუღლე დაინახა პირველად, შვილებიც ჰყავდათ და თითქო არაფერს უნდა დაერღვია ეს იდილია. მეგრამ ერთ ღამეს მოვარდა ქარიშხალი, მოდიდდა მდინარე, გაიტაცა სახლი, მეუღლე, შვილები... დიდლამდე ებრძოდა მამაკაცი ტალღებს, ვერც ერთის გადარჩენა ვერ შეძლო და გათანგული მიეგდო ნაპირზე. დამძიმებული თავი აწია და კოკა დაინახა სილაში ჩაფლული ნახევრად. გაახსენდა, რომ აქ, ამ ნაპირზე წყლის მოსატანად იყო მოსული წლების წინ, გაახსენდა მოხუცი, რომელიც წლებია წყალს ელოდა, კიდევ ბევრი რამ გაახსენდა. აიღო წყალი და თავჩაქინდრული აუყვა აღმართს, თუმცა არც კი იცოდა დახვდებოდა განდეგილი ცოცხალი თუ არა. განდეგილი გამოქვაბულში დახვდა იმავე პოზაში, როგორც დატოვა. მამაკაცი მის წინ მუხლებზე დაეცა და წყლიანი კოკა მიაწოდა. "რა მალე მოსულხარ" წყნარად თქვა მოხუცმა, "რა მალე..."
ჩვენი ცხოვრებაც მდინარის დინებაზეა მთლიანად დაკიდული. ერთხელ მოვარდება წყალი, წაგართმევს ყველაფერს, რაც წლებით გიშენებია, სათუთად, სიყვარულით, სულ ერთი მიზეზით, გაგახსენოს ვინ ხარ და რატომ ჩამოდი აქ, მდინარესთან...


ეს, ისე. გამახსენდა უბრალოდ..." - წერს დავით თევზაძე სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი