პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „6-წლიანი სიძულვილის“ დასრულების პირობას დებს: „ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“
17-07-2018, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, რომლის კვალდაკვალაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და დღევანდელ დეპუტატებს და ხელისუფლებას „პენსიაზე გაისტუმრებენ“.

 

 

„მე მჯერა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. მითუმეტეს, რომ დაიწყო ის, რასაც ჩვენ აქამდე ვერ მივაღწიეთ დაწყებული 1990 წლიდან. ამ ტრიბუნაზე ქალბატონი თაკო ჩარკვიანის, პაატა ბურჭულაძის, ნუ ნინო (ანანიაშვილი) შეესწრო ამ საქმეს, უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ... და ჩემი ყოფნა 3 და 2 წლის წინათაც ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. და მოვიგებთ ჩვენ ამ არჩევნებს, მოვიგებთ, მოვიგებთ.

 


„ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, რომ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ყოველგვარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და მორალურ უფლებას მოკლებული პარლამენტარები და ხელისუფლება გავისტუმროთ პენსიაზე. არავითარ შურისძიებას არ ვაპირებთ, არავის დევნას არ ვაპირებთ, მაგრამ დაჯდეს ეს ხალხი სახლში და აცალონ საქმის კეთება იმას, ვინც საქმის კეთება იცის“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 


მან ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში სიძულვილის ხანა უნდა დასრულდეს და კონსენსუსისა და პატივისცემის პირობებში უნდა გაგრძელდეს ცხოვრება.

 


„რა პარტიული კუთვნილებისაც არ უნდა იყო, შენთვის საქართველოს მოქალაქე ყოველთვის უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე და უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველს და არა მარტო ქართველს, საქართველოს მოქალაქეს, ბევრი არაფერი არ აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარდა. ჩვენ ან შევთანხმდებით ეროვნულ კონსენსუსზე და ჩვენ პოლიტიკურ ყოფას მივცემთ ეროვნულ ფორმას ან ჩვენ დავდგებით იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ და მტერს გადავაბაროთ. აი, ეს არჩევანი არის დღეს. ჩვენ იმ სიძულვილს, რაც 6 წელიწადი ითესებოდა, ჩვენ გვინდა, რომ ამას დავუპირისპიროთ შენების მზადყოფნა და ერთმანეთის პატივისცემა. კონსენსუსი იბადება კამათში და არა ზიზღში და პოლიტიკური პატიმრების ყოლაში“, აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   მედეა
      
ნამდვილადღირსეული კანდიდატია, თუმცა არჩევნებისთვის ქარიზმა აკლია. უნდა შემუშავდეს რაღაც ფორმა რომ ააღტყინოს ნიჰილიზმდი ჩაფლული საქართველო.
17 ივლისი 2018 14:11
#1   David
      
ნამდვილად "კარგი" კანდიდატია, რადგან შექმნილ მოცემულობაში მესამე ძალის კანდიდატს რეალური შანსი ეძლევა გამარჯვებისა.
17 ივლისი 2018 13:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი