გრიგოლ ვაშაძე: „რუსეთის აგენტი რომ ვიყო, მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ, ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხსენება აგეკრძალებოდათ“
17-07-2018, 23:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი საქართველოს“ ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გრიგოლ ვაშაძე მისი რუსეთის მოქალაქეობის თემაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ სოციალური ქსელების „ტროლების“ და „ბოტების“ გარდა ეს თემა საინტერესო და სერიოზული არავისთვის არის, მით უფრო იმ ფონზე, რომ მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსულ პასპორტზე უარი თქვა იმის გამო, რომ „ეზიზღებოდა ის კურსი, რომელსაც კრემლი ატარებდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“. თუმცა ვაშაძის თქმით, მისთვის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ კრემლის შესაბამის უწყებაში საკითხის გადაწყვეტის პროცესი 11 თვე გაგრძელდა, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილს „1 კვირაში თუ 3 დღეში“ დაუკმაყოფილეს ანალოგიური თხოვნა.

 

 

ამ საკითხზე, გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ქუთაისიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

 


„2009 წლის დასაწყისში მე ეს დოკუმენტები გავაგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მივადე ზედ ჩემი საზღვარგარეთული პასპორტი - შიდა პასპორტი უკვე აღარ მქონდა - დავწერე, რომ უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ კატეგორიულად მეზიზღება ის კურსი, რომელსაც კრემლი ატარებს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას დასჭირდა ზუსტად 11 თვე იმისათვის, რომ ჩემთვის პასუხი გაეცა. ვინც ამ შეკითხვით მოგმართავთ თქვენ გადაცემაში, მარტივი შეკითხვა დაუსვით მას. ჯერ ერთი, რატომ ჰქონდა მათ მამამთავარს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსული მოქალაქეობა, რატომ თქვა მან უარი ამ რუსულ მოქალაქეობაზე 2012 თუ 2011 წელს, არა აქვს მნიშვნელობა, და ერთ კვირაში თუ სამ დღეში რატომ გადაუწყვიტეს ეს საკითხი ასე სწრაფად. ამის გარდა რომ ვერაფერი ვერ იპოვეს უკვე 6 წელიწადია, ძალიან სასაცილო არის და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ადამიანი შეიძლება შეაშინო ის, რომელსაც შენი შეშინების გარეშე ეშინია და მე არავის არ მეშინია. რუსების ტანკები რომ იდგნენ იგოეთში, 20 კილომეტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროში შუქი არ ჩამქრალა და ერთადერთი უწყება ვიყავით, რომელიც 24 საათი, 7 აგვისტოდან 16 აგვისტომდე, არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამინისტროდან. ამიტომ, რუსეთის აგენტი რომ ვიყო, ბატონებო და ქალბატონებო - მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ? ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ დღემდე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი კი არა, ამ რეგიონების ხსენება აგეკრძალებოდათ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 4
#4  giorgi
      
რომელი იტყვის კგბ-შნიკი ვარ და ამირჩიეთ პრეზიდენტადო,ხალხმა ის ქუთაისის მერად არ აირჩია,ეხლა კგბ-ს იმედი აქვს,პრეზიდენტობა უნდა,ისიც კი არ იცის არჩევის შემთხვევაში ქვეყნის გასაძლიერებლად რა უნდა გაკეთდეს,წარმოუდგენელი თავხედობით და სიძულვილით,ანალიზის უუნარობით,ხასიათდება მისი მხარდამჭერები.
5 ოქტომბერი 2018 03:46
#3   მაია
      
როცა მისი ცოლი მოღვაწეობდა რუსეთში,იმ დროისთვის რუსეთთან ერთად ვიყავით და რაა აქ გასაკვირვი და რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს,არის უჭკვიანესი პოლიტიკოსი..მომკლა ამდენმა გარჩევებმა თუ ნაცების და თუ ქოცების,ვინც ქვეყანას გამოადგება ეხლა მაინც,იქნებ მივეხმაროთ ჩვენც,მარტო ლანძღვა იოლია,საქმის კეთებაა ძნელი
22 ივლისი 2018 04:03
#2   Zoro
      
და ეგრე არ ქმნეს ნაცებმა? ამის პრეზიდენტი არ იყო KGB - ს გენერლის - თემურა ალასანიას გაზრდილი სააკაშვილი? რომლის მეორე მრჩეველიც იყო KGB - ს ,,კასირი" ბენდუქიძე? და ოსეთი და აფხაზეთი ამათ არ ჩააბარეს, ვითომ რომ პროვოკაციაზე წამოეგენ და რუსეთის ბაზები ფიზიკურად დააბრუნეს საქართველოში? მერე ყველა სტრტატეგიული ობიექტი რომ კრემლის ბიზნეს გადასცეს? აბა ვინ იყო?
18 ივლისი 2018 06:16
#1   შოთა კვარაცხელია
      
2008-ში თუ შუქი ენთო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ესეიგი იცოდა, რომ ის შენობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

ციტატა: შოთა კვარაცხელია
2008-ში თუ შუქი ენთო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ესე იგი იცოდა, რომ იმ
შენობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
18 ივლისი 2018 02:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი