ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებას უმასპინძლა
18-07-2018, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი საჯარო უწყებებისა და სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან ლეგიტიმურობას, სტაბილურობასა და ქმედითობას“, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენა ყველას ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო აერთიანებს: დავადასტუროთ ჩვენი საერთო ვალდებულება დემოკრატიისა და ღია მმართველობის მიმართ.

 


„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტის საპარლამენტო დღესთან დაკავშირებით. ამ ისტორიულმა მოვლენამ ჩვენ ყველა ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო გაგვაერთიანა: დავადასტუროთ ჩვენი საერთო ვალდებულება დემოკრატიისა და ღია მმართველობის თაობაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისივე თქმით, წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს და ამ კონტექსტში, ჩვენი ქვეყნის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობა სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს, სწორედ ის ღირებულებებია, რამაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნდამენტის ჩაყრა უზრუნველყო.

 


„მიმდინარე წელს, საქართველო აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ამ კონტექსტში, საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობა სიმბოლური, და ასევე უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა იმისა, რომ ის ღირებულებები, რასაც ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს, ზუსტად ის ღირებულებებია, რომლებმაც უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნდამენტის ჩაყრა. საქართველოსა და ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს საერთო ხედვები გააჩნიათ იმ მსოფლიოს თაობაზე, სადაც საჯარო ინსტიტუტები ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულნი არიან მოქალაქეებისადმი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას.

 


„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას ამ მხრივ იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით, ჩვენ გაძლიერებთ ჩვენი საჯარო უწყებებისა და სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან ლეგიტიმურობას, სტაბილურობასა და ქმედითობას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ სამიტის დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო დღე საპარლამენტთაშორისო კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 


„ღრმად მწამს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო დღე კიდევ უფრო გააძლიერებს იმ კავშირებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენ საკანონმდებლო ორგანოებს, და ასევე უზრუნველყოფს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებების მიღებას დღეს განხილული ყველაზე სენსიტიური და პრობლემური საკითხების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ძალისხმევა არ დაიშურა ამ ღონისძიების განხორციელებისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარესა და მის წევრებს, მის საკონსულტაციო საბჭოს, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ყველა იმ სტუმარს, რომელთა დახმარებითაც მოხდა ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი