დიმიტრი ქუმსიშვილი: „საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს - საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ“
18-07-2018, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან, პროკურატურაში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, ის 20 დღის წინ გამოკითხეს. როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, გამოძიების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ქუმსიშვილი გამოთქვამს მზაობას, საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხოს.

 


„პროკურატურაში გახლდით, ალბათ, სადღაც 20 დღის წინ, ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა, რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ის საკითხებიც, რომლებიც ჩემი მინისტრობის დროს იყო გადაგზავნილი პროკურატურში. ყველა კითხვა, რაც ჩემს მიმართ იყო დასმული, ყველეფერზე ამომწურავი პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია. დანარჩენთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებას რა კითხვებიც ექნება, გავცემ პასუხებს - დასამალი არაფერი არ მაქვს. კარიერის განმავლობაში, მგონია, რომ ღირსეულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ასეც ვაპირებ რომ გავაგრძელო ცხოვრება. საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, განაცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხესგუშინ, 17 ივლისს გავვრცელდა.

 

 

ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი