ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი
18-07-2018, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


„პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გააკეთოს. არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო მარგველაშვილს. მას არ ქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა სცეს პატივი, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მარგველაშვილმა ამ შემთხვევაში უპატივცემულობა გამოავლინა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე „დაიბრალა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა. ეს ტყუილია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი