გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტს შეხვდა
18-07-2018, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა და სამუშაო სადილზე უმასპინძლა შრი-ლანკის პრეზიდენტს მაითრიპალა შირისენას, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით, OPG -ის მე-5 გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

 


როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, შრი-ლანკის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში გამორჩეული მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, მით უფრო, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა შრი-ლანკის პრეზიდენტს მე-5 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

 


საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრი-ლანკასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას სამხრეთ აზიაში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შრი-ლანკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა მზადყოფნა დაიწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებში, ვაჭრობაში და ეკონომიკაში, ტურიზმში, კულტურაში, განათლებასა და ხალხებს შორის ურთიერთობაში.

 


აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, რომ გაღრმავდეს და განვითარდეს სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის ურთიერთობები.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი