ზაზა გაბუნია პრეზიდენტს: კონსტიტუცია ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე უნდა დაგესახელებინათ, ასეთია პროცედურა და აქ ნება არაფერ შუაშია
18-07-2018, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 


გაბუნიას თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენა გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტი არ იყო.

 


მანვე დაამატა, რომ პრეზიდენტის დამატებით კონსულტაციებს აზრი არ ქონდა და მარგველაშვილის ქმედებები მხოლოდ ილუზიის შექმნის მცდელობაა.

 


„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა 2016 წელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მისცა და ხალხის ნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ს სწორედ ქართული ოცნება წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პირობებში კონსულტაციებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის გადასაწყვეტი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატი არ იყო. ყველა დასავლურ დემოკრატიაში, პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა შესთავაზებს. ამისთვის უბრალო უმრავლესობაც კი საკმარისი იქნებოდა, თუმცა აჭარის უზენაეს საბჭოში უმრავლესობა მისი შემადგენლობის 2/3-ია, რომელიც ერთ კანდიდატზე შეთანხმდა. პრეზიდენტს დამატებითი კონსულტაციების გამართვას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი უმრავლესობას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდა, ან ვერ ჩამოყალიბდებოდა ერთ კანდიდატზე. მარგველაშვილის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით არის ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს მან გადაწყვიტა ეს საკითხი, არადა გადასაწყვეტი არაფერი იყო“, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი