არმაზ ახვლედიანი: პრეზიდენტმა გამოიჩინა უსუსურობა და მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა
18-07-2018, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ახალ ამბებში პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის წარდგენაზე ისაუბრა. ახვლედიანმა პრეზიდენტს უსუსური უწოდა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი, მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა.

 

 

„პრეზიდენტმა გამოიჩინა წარმოუდგენელი უსუსურობა. სამარცხვინოა მისი საქციელი, მეტი რომ არ ვთქვა. მე მერიდება ახლა ბატონ გიორგიზე ასე რომ ვსაუბრობ და აქვე მინდა მკაფიოდ განვმარტო, საუბარი იმაზე არ არის, მე წარმადგენდა თუ არ წარმადგენდა, აქ საუბარია იმაზე, მოახერხებდა თუ არა პრეზიდენტი ამ თავის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გაეთვალისწინებინა საზოგადოების დღის წესრიგი. მან ეს ვერ მოახერხა და დაუშვა მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „იბერიას“ ეთერში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი