საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელს, მიხეილ ბატიაშვილს გიორგაძის გარდა 6 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ორი - შალვა გოგოლაძე და ლევან ხარატიშვილია, რომლებიც გიორგაძის კულტურისა და სპორტის მინისტრობისას მის მოადგილეებად მუშაობდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შერწყმამდე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები იყვნენ ასევე, გიორგი ბაქრაძე, მანანა ბერიკაშვილი, მუხრან შამათავა - კახი კანდელაკი კი პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუ რა პოზიციებზე განაგრძობენ აღნიშნული პირები საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.