ვიდეო: მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
18-07-2018, 20:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

 


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

 


შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

 


აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნათელი დასტურია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი და შეუქცევადი კურსისა.

 


აგრეთვე, შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში მიღწეული წარმატებები და სამომავლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

 

 

 


მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა - განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად იქნას დაჩქარებული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

 


თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

 


ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოელერი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს წარმომადგენელი ნატო-სთან ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი