მამუკა ბახტაძე: მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც NATO-ს მომავალი წევრი, განაგრძობს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
18-07-2018, 23:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ „საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ“.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.

 

 

„შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატოს უკანასკნელ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ დააახლოებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოს წევრობასთან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ახლო მომავლისთვის ამ თვალსაზრისით.

 


ჩვენ განვიხილეთ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები.

 


ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ ჩართულობას და ერთობლივ მცდელობებს ამ მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ გვექნება უფრო აქტიური საზღვაო თანამშრომლობა და ასევე გაფართოებული ორმხრივი სიტუაციური ცოდნა.

 


საქართველოში თავდაცვის სფეროს რეფორმებზე და ამ თვალსაზრისით ნატოს წვლილზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა შედეგებს. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა.

 


მომავალ წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას და მოკავშირეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ წვრთნაში.

 

 

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

 


მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.

 


ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის" აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 


ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები - ნატოს მხარდაჭერით - ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს.

 


ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად.

 


კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს - ჩვენი ქვეყნისა და ერის - განუხრელი მხარდაჭერისთვის“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი