იენს სტოლტენბერგი: ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება
18-07-2018, 23:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გერენალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი და გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

 


მან ასევე თქვა, რომ ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს.

 


„ბატონო პრემიერ მინისტრო! დიდი სიამოვნება და პატივია თქვენი მასპინძლობა ნატოს შტაბბინაში, ჩვენს ახალ შენობაში. მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს და პირადად თქვენდამი იმ მრავალი წვლილისთვის, რომელიც ნატოს მისიებში და ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებსა და ზოგადად ჩვენს პარტნიორობაში შეგაქვთ. უაღრესად მადლობელი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთოდ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ ნატოსა და საქართველოს სასიკეთოდ.

 


განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში თქვენი წვლილი. საქართველო უკვე მრავალი წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილე მტკიცე მხარდაჭერის მისიებში და თქვენი მამაცი მეომრების წყალობით მოვახერხეთ, თავიდან აგვეცილებინა ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის წალკოტად გადაქცევა.

 


ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ნატოს ჯარებთან ერთად წვრთნით თქვენს შეიარაღებულ ძალებს. მე შევხვედრივარ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთშიც და ნატოს წვრთნებისას. თავად ის ფაქტი, რომ ხართ ნატოს რეაგირების ძალების მონაწილე, იმას ცხადყოფს, რომ თქვენი ჯარისკაცები და სამხედრო ძალა ნატოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია და მონაწილეობის მიღება შეუძლია ნატოს წვრთნებში, მისიებში და ოპერაციებში.

 


ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განვაგრძობთ მუშაობას ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში.

 


მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების გზით, რომლის ცენტრიც თბილისთან ახლოს მდებარეობს.

 


ველით, რომ მომავალ წელს ნატო-საქართველოს წვრთნებში მოკავშირეთა უფრო ფართო ჩართულობის მომსწრენი გავხდებით.

 


დღეს განვიხილეთ ასევე შავი ზღვის აუზისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც რუსეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება რეგიონში ნატოს მზარდ წარმომადგენლობაზე. შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის და საქართველო ზრდის თანამშრომლობას ამ სფეროში საზღვრის დაცვისა და სანაპირო ზოლის დამცავ სამხედროთა წვრთნების გზით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ფლოტის გაზრდილი ურთიერთობისა და მეტი თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს საზღვაო ხომალდების ცენტრს შორის.

 


ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს.

 


მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს.

 


ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კვლავ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის და დღეს ნატოს შტაბბინაში სტუმრობისთვის. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი!“, განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი