ქნესეთმა ისრაელი „ებრაელი ერის სახელმწიფოდ“ გამოაცხადა - ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სწორედ ქვეყნის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი
19-07-2018, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ისრაელი ექსკლუზიურად ებრაული სახელმწიფოა.

 


„ებრაელი ერის სახელმწიფოს“ კანონი არაბულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევს და აცხადებს, რომ ებრაული დასახლებების განვითარება ისრაელის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს, იტყობინება BBC.



კანონში ასევე წერია, რომ „მთელი და ერთიანი“ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.



ისრაელის პარლამენტის არაბმა წევრებმა დაგმეს ეს კანონი თუმცა, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეს „გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა.



ახალი კანონის მიხედვით, რომელსაც მხარს ქვეყნის მემარჯვენე მთავრობა უჭერს, „ისრაელი ებრაელი ხალხის  ისტორიული სამშობლოა და მათ აქვთ ამ სახელმწიფოში თვითგამორკვევის ექსკლუზიური უფლება“.



ქნესეთში კანონპროექტის შესახებ მსჯელობა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, კანონპროექტს მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 55 იყო.



თუმცა, პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის მოთხოვნით, კანონპროექტში ზოგიერთი მუხლი შეიცვალა. მათ შორის, ის პუნქტი, რომელიც მხარს დაუჭერდა მხოლოდ ებრაელებისგან შემდგარი თემების ჩამოყალიბებას.

 


ისრაელის სახელმწიფოს დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებიდან 20% არაბია.



კონსტიტუციით, არაბებსა და ებრაელებს თანაბარი უფლებები აქვთ. მიუხედავად ამისა, როგორც არაბები ჩივიან, მათ ისე ეპყრობიან, როგორც მეორე კლასის მოქალაქეებს. ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. მათ არ აქვთ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობა, განათლება და  ცხოვრების პირობები იმ დონეზე, როგორც ებრაელებს.



ისრაელის პარლამენტის ერთ-ერთმა არაბმა წევრმა, აჰმედ ტიბიმ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება „დემოკრატიის სიკვდილის“ ტოლფასია.



არაბული უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ადალაჰის თქმით, კანონი არის იმის მცდელობა რომ განავითარონ „ეთნიკური უპირატესობა რასისტული პოლიტიკის მხარდაჭერით“.



გასულ კვირას ნეთანიაჰუმ დაიცვა კანონპროექტი და განაცხადა: „ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელის სახელმწიფოში სამოქალაქო უფლებებს და დემოკრატიას, თუმცა უმრავლესობასაც აქვს უფლებები და სწორედ უმრავლესობა გადაწყვეტს“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი