„ქართული ოცნების" დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
ფოფხაძე აცხადებს, რომ პარტიამ უნდა განუმარტოს გუნდის წევრებს, რა მიზეზით მოხდა ჭიჭინაძის გარიცხვა.
„მაინტერესებს ეს რას ნიშნავს. გუნდს აუხსნან ელემენტარულად, განსხვავებული აზრის გამო რომ გაუშვეს ადამიანი, რა ჩაიწერა დასაბუთებაში - დისციპლინა დაარღვია, მორალი დაარღვია. ჩვენი მიზანი პოლიტიკაში ყოფნის არასდროს არ ყოფილა პარტიების სამსახური, ქვეყნის და ხალხის სამსახური იყო ჩვენი მიზანი. არასწორია, არაკოლეგიალურია, არაკაცურია - არაფერში არ წერია ეს ყველაფერი", განაცხადა ფოფხაძემ „იმედთან" საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.