დავით ჭიჭინაძე ელოდება, რომ კალაძე-კობახიძის დაჯგუფება პარტიიდან სხვა დეპუტატებსაც გარიცხავს, რის შემდეგაც იგი ახალი ფრაქციის, „ქართული ოცნება 2012“-ის ჩამოყალიბებას აპირებს
19-07-2018, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უმრავლესობიდან არ დაურეკავთ და პარტიიდან გარიცხვის თაობაზე ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. მანვე აღნიშნა, რომ ელოდება კიდევ ვის გარიცხავენ მმართველი პარტიის რიგებიდან, რომ მათთან ერთად ახალი ფრაქცია - „ქართული ოცნება 2012“ ჩამოაყალიბოს.


დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თუ უმრავლესობის წევრები ასეთ საკითხებში ბიძინა ივანიშვილს უთანხმდებიან, მაშინ არ ქონია მათ თანამდებობებზე ყოფნას აზრი.


მანვე დაამატა, რომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებით უმრავლესობის ხუთივე წევრმა თავიანთი თავები დააკნინა.


„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყვეტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენისას და მე ვფიქრობ, ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის. ეს, როგორც იტყვიან, არა მეფის საქმეა. რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა ეგეთ დონეზე არ წყდება. თუმცა, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი იძახის, რომ შეუთანხმეს ეს საკითხი. არ ვიცი ამითი რა თქვეს, ვერ გავიგე. ამით, ამ ხუთმა ადამიანმა ისევ და ისევ თავიანთი თავები დააკნინეს. მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები, თუ კიდე ვიღაცას უთანხმებენ?! ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ეს თანამდებობები და იყოს პირდაპირ მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ ის ირაკლი კობახიძესთან ბრძოლაში გამარჯვებულია, რადგან ის თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის დაითხოვეს პარტიიდან და ამის შემდგომ უფრო თავისუფლად გამოხატავს აზრს.


დავით ჭიჭინაძემ მოუწოდა უმრავლესობის სხვა წევრებს, არ დატოვონ პარიის რიგები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება უფრო თავისუფლად.


„მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანებს წავუყენო ის პრეტენზიები, რომლებიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. ჩემთვის, იმ განცხადების შინაარსი და შემდეგ კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის, ეს იყო კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა. მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ქონიათ დემოკრატიაზე, მორალზე და ეთიკაზე“, განაცხადა პარტიიდან გარიცხულმა დეპუტატმა და დაამატა:

 


„მე ვაპირებ ჩემი საქმის დამოუკიდებლად გაგრძელებას და ველოდები შემდეგს ვის გამოყრიან და შევგროვდებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ფრაქციას „ქართული ოცნება 2012“-ს დავარქმევთ“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი