თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მთავარი ორიენტირი ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება
19-07-2018, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, განათლების სფეროს გაძლიერება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები - ამ და სხვა პრიორირიტეტებზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მმართველობის პრინციპებსა და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი.

 


„ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი, იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ღირსეულად გაართმევს თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გაამართლებს მოსახლეობის ნდობას. მაღალი კომპეტენციის ფარგლებში, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვით შევქმნით: ადამიანზე ორიენტირებულ, ღია მმართველობას, სადაც დაცული იქნება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, შევქმნით ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პირობებს, ჩვენი უმთავრესი პრინციპი რეგიონის განვითარებისთვის იქნება ყველა ბიზნეს იდეის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ამ სფეროში სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პრიციპების კიდევ უფრო ეფექტურად გატარება. რეგიონის პოტენციის სრული გამოყენებით და ტურიზმის გამრავალფეროვნებით აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი გახდება, მაღალმთიანი აჭარა, სოფლის განვითარების ხელშეწყობა იქნება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. მთას აქვს განვითარების დიდი რესურსი და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ეფექტურ ათვისებას, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ჩვენ შევქმნით ნიჭსა და შრომაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება მიეცემათ. მოხდება მათი ინოვაციური იდეების, ენერგიის კონსოლიდაცია რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აჭარა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 


კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვება, აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხს განიხილავენ. სხდომას ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები - ინგა შამილიშვილი, ზაალ მიქელაძე, ტიტე აროშიძე და ჯაბა ფუტკარაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი