მარია ზახაროვას განცხადებაში „გასაშიფრია“ ფრაზა, თუ რას გულისხმობს რუსეთი ამ სიტყვებში: „ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე!“ - მოსაზრება
19-07-2018, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, თავის ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ციტატა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე!“

 


- ძალიან კარგი განცხადებაა მასმედიისთვის, მაგრამ აქ „გასაშიფრია“ ეს ფრაზა, თუ რას გულისხმობს რუსეთი ამ სიტყვებში: „ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე!“

 

 

- მიმაჩნია, რომ:

 

 

1) რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენისათვის, - მხოლოდ „საქართველოს პოლიტიკური ნება“ საკმარისი არ არის, რადგანაც სიტყვა „ორმხრივი“ გულისხმობს იმასაც, რომ ამისთვის აუცილებელია „რუსეთის პოლიტიკური ნებაც!“ წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგანაც მოცემულ განცხადებაში რუსეთი სიტყვას არ ძრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ განცხადებაში ნახსენებ სიტყვა - „რეალიზმზე“, - დაკავშირებით, ანუ აქ, რუსეთი ხომ არ გულისხმობს მის მიერ არაერთხელ გახმოვანებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეეგუოს - „ახალ რეალობას“, - აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობას“ და საქართველოს იურისდიქციაში ამ რეგიონების დაბრუნებაზე, „ფიქრიც კი უნდა შეწყვიტოს?!“

 

 

2) ამიტომ, აუცილებელია ორმხრივი კონტაქტი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის, რადგან მასმედიით ასეთი სერიოზული საკითხების განხილვა და მოგვარება არ ხდება!

 

 

3) ჩემი აზრით, ორივე სახელმწიფო, რუსეთიც და საქართველოც ვერ შეთანხმდებიან გეოპოლიტიკური კომპრომისული გადაწყვეტილებების გარეშე და ამიტომ, პირველივე შეხვედრისას უნდა გაირკვეს ის, თუ რა კომპრომისებზე შეუძლიათ მათ „წავიდნენ!“ ანუ, სერიოზული კომპრომისების შედეგად უნდა მოხდეს რუსეთის და საქართველოს „პოლიტიკური ნებელობების“ (ნებების) თანხვედრა, ერთდროულად და მტკიცე გარანტიების საფუძველზე (საერთაშორისო მონიტორინგის მეთვალყურეობით)!

 

 

საქართველოსთვის უმთავრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობების“ უკან გაწვევა (დეზავუირება) და დეოკუპაცია! რუსეთისთვის უმთავრესია, საქართველოს მიერ ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა, საქართველო-ნატო-ს კომისიის ფუნქციონირების შეწყვეტა და საქართველოს სამხედრო-ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება (კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის ჩაწერა)!!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი