ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს
19-07-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, განაცხადა დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

„აღინიშნა, რომ პრემიერ მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რაც ახალ დინამიკას შესძენს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს.

 

 

საუბარი შეეხო საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

 

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისა და ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლის გაზრდას.

 

 

ვიცე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი