პრემიერ მინისტრმა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
19-07-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

 

 

„საქართველოს ისტორიულ წარმატებად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედება, ასევე, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია.

 

 

პრემიერ მინისტრმა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის მნიშვნელოვან გაზრდას ისახავს მიზნად.

 

 

ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღინიშნა, რომ მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს.

 

 

საუბარი შეეხო განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებს, რომელთა განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას.

 

 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა.

 

 

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

მამუკა ბახტაძემ ვალდის დომბროვსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მოიწვია", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი