თამარ ხულორდავა: მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად
20-07-2018, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ პრემიერის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია ბრიუსელის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად შერჩევა.

 


„ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად. ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი უკეთესი მომავლის, მშვიდობის და განვითარების საფუძველია. ტუსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საიმედო და სანდო პარტნიორია რთულ რეგიონში, სადაც საქართველოს, როგორც კონსტრუქციული პარტნიორის როლი, უდიდესია. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩვენს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდში შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი, სტაბილურ, დემოკრატიულ, დინამიური ეკონომიკური გარემოს მქონე სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე“, განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი