გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ კანონი დაამტკიცა
20-07-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა, საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების (ალჟირი, მაროკო და ტუნისი) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ, კანონი დაამტკიცა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციის მიზანია, ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადების შემცირება, ვინაიდან ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებლები ძალიან დაბალია.

 

 

„ამავე ცნობის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 % კმაყოფილდება.

 


დაკმაყოფილებული განაცხადების დაბალი მაჩვენებელი და გერმანიის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შევიწროვებას ადგილი არ აქვს და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

 


გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო აქტი იქნება მკაფიო სიგნალი ამ ქვეყნებიდან შემოსული და ასევე წამოსვლის მსურველთათვის, რომელთაც საერთაშორისო დაცვის მიღების პერსპექტივა არ აქვთ, რომ მათ დიდი ალბათობით უკან გამგზავრება მოუწევთ წარმოშობის ქვეყანაში. ახალი რეგულაციის თანახმად, საგრძნობლად დაჩქარდება თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადები, რაც გერმანიის ფედერალური მთავრობის გათვლით, არსებითად შეამცირებს განმცხადებელთა რაოდენობას ამ ქვეყნებიდან.

 

 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი საჭიროებს ბუნდესტაგის და ბუნდესრატის (ფედერალური მიწების საბჭოს) თანხმობას", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი