ეგვიპტეში 27-ტონიანი 2 400 წლის ხელუხლებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს - მასში ალექსანდრე მაკედონელის ნეშტის ყოფნის შესახებ არსებული ვარაუდები არ გამართლდა
20-07-2018, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორი კვირის წინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, სამშენებლო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, 2 400 წლის წინანდელი, ხელუხლებელი შავი გრანიტის უზარმაზარი სარკოფაგი აღმოაჩინეს.

 


სარკოფაგის გახსნამდე არსებული ვარაუდები, რომ მასში შესაძლოა ალექსანდრე მაკედონელის ნეშტი ყოფილიყო ან კიდევ შესაძლოა, რომ სარკოფაგში რაიმე მომაკვდინებელი დაავადების შემცველი აღმოჩენილიყო, არ გამართლდა, განაცხადეს ექსპერტებმა.


ამის ნაცვლად, სარკოფაგში სამი ჩონჩხი და კანალიზაციის სისტემიდან ჩამდინარე მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის მყრალი წყალი აღმოჩნდა.

 

 

 


როგორც BBC იუწყება, ეგვიპტის სიძველეების მინისტრმა რელიქვია არქეოლოგების კომიტეტს გაახსნევინა.

 


ეგგვიპტის ახალი ამბების პორტალის, El-Watan-ის თანახმად, არქეოლოგებმა მხოლოდ 5 სანტიმეტრით ასწიეს სარკოფაგის ზედა ნაწილი, როდესაც მძაფრმა სუნმა იძულებული გახადა თანამშრომლები, იქაურობა იმწამსვე დაეტოვებინათ. მოგვიანებით სარკოფაგი ეგვიპტის სამხედრო ინჟინრების დახმარებით გახსნეს.

 


„ჩვენ მივაკვლიეთ სამი ადამიანის ძვლებს. ეს ყველაფერი ოჯახურ დაკრძალვას ჰგავს. სამწუხაროდ, მუმიები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და მხოლოდ ძვლებია შემორჩენილი“, განაცხადა სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მუსტაფა ვაზირიმ.



მედიის ეჭვები იმის შესახებ, რომ სარკოფაგის გახსნისას ფარაონის მომაკვდინებელი სენის ნიშნები აღმოჩნდებოდა, არ გამართლდა. ამის შესახებ მუსტაფა ვაზირიმ კომენტარი გააკეთა: „ჩვენ სარკოფაგი გავხსენით და, მადლობა ღმერთს, მსოფლიო სიბნელეს არ მოუცვამს“.



„მე ვიყავი პირველი, ვინც სარკოფაგში თავი ჩაყო. და აი, მე აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, სრულიად ჯანმრთელი“, დაამატა მან.



ეგვიპტის სახელმწიფო გაზეთის, Al-Ahram-ის ცნობით, სარკოფაგიდან საზიანო ტოქსიკური ჭავლის  გავრცელების რისკი არსებობს, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობისგან დაცალეს.



ექსპერტების თქმით, სამივე ცხედარი შესაძლოა, ჯარისკაცებს ეკუთვნოდეთ, რომლებიც ფარაონების დროს მსახურობდნენ.

 


ერთ-ერთს თავის ქალაში აღენიშნება დაზიანება, რაც ისრით სიკვდილზე მეტყველებს.



სარკოფაგში ასევე აღმოჩენილია თაბაშირის ნამწვი.

 

 



სამარხი ორი მეტრის სიმაღლისა და სამი მეტრის სიგრძისაა. აქამდე აღმოჩენილ ხელუხლებელ სარკოფაგებს შორის, ეს უდიდესია.



მისი წონა 27 ტონას უტოლდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სარკოფაგი პტოლემეების დინასტიის ადრინდელი პერიოდის უნდა იყოს - დინასტიისა, რომელსაც ქრისტესშობამდე მეოთხე საუკუნეში დაედო საფუძველი.



არქეოლოგები სარკოფაგს უფრო დეტალურად შეისწავლიან, რათა დაადგინონ, როდის ცხოვრობდა ეს სამი ადამიანი და რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი.

კომენტარები: 1
#1   ApptelTat
      
Одновременно с этим существует и другая сторона формирования и организации высказывания.
16 აპრილი 2021 12:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი