ტრამპი, მონტენეგროს ნატო-ში წევრობის გამო შეშფოთებულია და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს?! - მოსაზრება
20-07-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 17 ივლისს „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მონტენეგრომ შესაძლოა ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩართოს! - „მონტნეგრო პატარა ქვეყანაა, მამაცი და აგრესიული ხალხით. და გილოცავთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომში ხართ ჩართული... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი მისი წევრების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ამიტომ, ნატოს მოუწევს მონტენეგროს დაცვა“, განაცხადა ტრამპმა.

 


მონტენეგრო (ჩერნოგორია) 2017 წელს გახდა ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა. მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა და იგი ჯერჯერობით უკანასკნელი სახელმწიფოა, რომელიც გაწევრიანდა ნატო-ში!

 


კიდევ ერთხელ, განმარტებისთვის, სწორედ ამ ქვეყანაზე ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ მონტენეგროს ნატო-ში წევრობა შესაძლებელია 3-ე მსოფლიო ომის მიზეზი გახდეს, რადგანაც ნატო-ს წესდების 5-ე მუხლი ითვალისწინებს ნებისმიერი მისი წევრის დაცვას, ალიანსის ყველა წევრის მიერ! ანუ, ტრამპი იმის გამოა შეწუხებული, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ეს სახელმწიფო, რომელიც ათასობით კილომეტრით არის დაშორებული რუსეთისგან, რუსეთთან კონფლიქტის მიზეზი არ გახდეს!.. ყველასთვის ცნობილია, რომ, რუსეთი ეწინააღმდეგება ნატო-ს ალიანსის გაფართოებას და მითუმეტეს, მისი მოსაზღვრე ქვეყნების ალიანსში შესვლას, მათ შორის საქართველოსი! აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, როგორ გგონიათ, იგი საქართველოს ნატო-ში მიღებას დაუჭერს მხარს, თანაც, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად?!

 


ზოგიერთი გამყიდველი ქართველი პოლიტიკოსები, დემაგოგიური გამოსვლების დროს იმასაც „გვაპარებენ“, რომ ნატო-ს 5-ე მუხლის შეჩერების პირობებში, ჯერ უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ შევიდეთ ნატო-ში და შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალსაც შემოვიერთებთ-ო!?

 


P.S. ქართველებო! ნუ დაიბრმავებთ და დაიყრუებთ თავს, ცოდვას ნუ დაიდებთ კისერზე, რომელიც მომავალში თქვენს შთამომავლებზე გადავა! საღად შეაფასეთ და გაანალიზეთ ყოველივე, რაღაც გამყიდველური პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირებების სანაცვლოდ, არ დათმოთ საქართველოს მიწა-წყლის არც ერთი გოჯი!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი