„ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ახალ ეკონომიკურ რეფორმებს“ - პრემიერ მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს აფასებს
20-07-2018, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი ბრიუსელში შეაჯამა. ბახტაძის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ახალ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრინციპულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ინტეგრაციას გზაზე ევროკავშირში.


„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და, ასევე, ჩვენს სხვა პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაჟღერდა ჩვენი მხარდასაჭერი სიტყვები. ამასთან, ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური დოვლათის უფრო თანაბრად გადანაწილებას ჩვენს მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს ოფისში, მათ შორის გენერალურ მდივანთან, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, სრული მხარდაჭერა, იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და ამავე დროს, სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ავამაღლოთ, გავაძლიეროთ და მოვიყვანოთ უნისონში ნატო-ს სტანდარტებთან“, განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი