გიორგი მარგველაშვილი: ყურადღება არ მივაქციოთ რას ამბობს პუტინი? - ეს, ჩემი აზრით, იქნება არასწორი, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია განვახორციელოთ? - ეს, ჩემი აზრით, იქნება სწორი
21-07-2018, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები საქართველოსთან და ნატოსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვითი პოზიციაა.

 


„2007 წელს პუტინმა დაიწყო ის რიტორიკა, რომელიც 2008 წელს შეასრულა მედვედევმა; 2007 წელს მიუნხენის სამიტზე იყო დაფიქსირებული რუსეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და იქ იყო ნათლად ნათქვამი, რომ რუსეთს ექნება საკუთარი ინტერესი პრივილეგიის ზონებში, (როგორც ისინი უწოდებენ იმ ტერმინს, რომელიც დამკვიდრდა - ближние зарубежье) და, რომ რუსეთი ამ მიმართულებით იმოქმედებდა.

 


მოხდა მაშინ ამაზე ადეკვატურად ყურადღების გამახვილება? - არა! არა მარტო 2007 წელს, არამედ არც 2008-ში, არც 2009 - 2010 წლებში და ველოდეთ, სანამ 2014 წელს არ მოხდა ყირიმი. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოზიცია არ უნდა იყოს არმოსმენილი;

 


რუსეთის პოზიცია და გზავნილები სერიოზულია, საყურადღებოა და ამ თვალსაზრისით, მაორგანიზებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის. რაც არ გულისხმობს იმას, რომ დავუთმოთ, არამედ იმას, რომ მეტი კონსოლიდაციით უნდა ვიმოძრაოთ ერთიანი მიზნისკენ.

 


შესაბამისად, ყურადღება არ მივაქციოთ რას ამბობს პუტინი? ეს, ჩემი აზრით, იქნება არასწორი. კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია განვახორციელოთ? ეს, ჩემი აზრით, იქნება სწორი.

 


მიმდინარე წლის მარტში, როდესაც მე ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სწორედ ამ პოზიციას ვუფიქსირებდი ჩვენს პარტნიორებს. ვეუბნებოდი, რომ - თქვენ 2007 წელს არ მოუსმინეთ მიუნხენის კონფერენციაზე.

 


ახლა, დააკვირდით პუტინის საარჩევნო კამპანიას. ეს საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო ახალი ცივი ომის ინიცირების მცდელობაზე. დღეს უფრო ორგანიზებულები უნდა იყოთ იმიტომ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ამერიკა-საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ამიტომ, მოვახდინე ამ აქტის ინიცირება მაშინ, იქ, ვაშინგტონში.

 


უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, არ მივაჩუმათოთ ეს პროცესი და ამ პროცესის შედეგად მივაღწიოთ სწრაფ კოორდინირებულ მოქმედებებს საქართველოსა და დასავლეთს შორის.

 


ამ თემაზე იყო კომუნიკაცია, როგორც მოგახსენეთ, ვაშინგტონში და ამ თემაზე იყო ზუსტად, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ბრიუსელში", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი