გიორგი ვოლსკი პრეზიდენტზე: რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, რასაკვირველია, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო
21-07-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობაში ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას „საოცარი" უწოდა.

 

 

„საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა, რაზედაც რეალურად კომენტარი არ მაქვს. ფაქტობრივად გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, რას იტყვის, რას გააკეთებს, ამის მიხედვით კანდიდატურები უნდა შეირჩეს და ა.შ. ასე რომ, არ მინდა, უფრო რაღაც სხვა სფეროდან მოტანილი სიტყვებით ვილაპარაკო და ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა ასეთი განცხადებების კეთება. იმიტომ არ ვასახელებ კანდიდატურას ჩემსას, რომ ყურადღება არ მომაკლდესო და რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, რასაკვირველია, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო,", განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მთავარი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

 

 

„ქართული ოცნება" არ ასახელებს კანდიდატს - არ იციან როგორ დაასახელონ კანდიდატი. ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ, თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი? ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს.

 


ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან, და მე ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, არამედ მართლა ღირსეული იპოვნონ თავის რიგებში.

 


ისეთი, რომელიც მოიგებს, თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე. მე რომ დრეს ვუთხრა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას გამოვლენ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც მერე ასევე იქნება ყველაზე სუსტი პრეზიდენტი და ყველაზე მორჩილი.

 


სანამ ამ კითხვას შეინარჩუნებ მანამდე ხარ აქტუალური და მანამდე აინტერესებთ, იმიტომ რომ პასუხს, რომ გასცემ მერე ხომ აღარ აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი