გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება
16-06-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"საგზაო მოძრაობა აღდგენილია გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით, გარდა ვარაზისხევის მიმართულებისა. მუშაობს ესტაკადაც. ერთადერთი, რაც გასახსნელი დარჩა, არის ვარაზისხევის მიმართულება და აღნიშნულიც, ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის გაიხსენა. ამ გზაზე იმდენად არ არის ტექნიკური პრობლემები, რამდენადაც მისმა გახსნამ შეიძლება აღდგენითი სამუშაობი შეაფერხოს, კერძოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას შეუშალოს ხელი", - განაცხადა ჯანელიძემ.


კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა საზოგადოებასაც მიმართა და მოხალისეებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.


"დღეს ვიმყოფებოდი ყველა ობიექტზე. მუშაობა მიმდინარეობს ძალიან აქტიურ რეჟიმში, ორგანიზებულად. ყველა ობიექტი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. თითოეულ მათგანზე არის კოორდინატორი. კრიზისების მარტვის საბჭოს გააჩნია რეზერვი და შესაბამისი მომართვიანობის საფუძველზე მისი გადაადგილება ხდება საჭირო მიმართულებით. რაც შეეხებათ მოხალისეებს, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასე აქტიურად არიან ჩართული გაწმენდით და დასუფთავების სამუშაოებში. ეს პროცესი დღეს გაცილებით ორგანიზებულად მიმდინარეობს, ვინაიდან პროცესს ორგანიზებას მერიის სამსახურები უწევენ. ასევე მინდა განცხადება გავაკეთო იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვისაც აქვს დახმარების საურვილი - თბილისის 10-ვე გამგეობა მზად არის მიიღოს დახმარება და შემდეგ გადაანაწილოს საჭიროებების მიხედვით. ასევე, გახსნილია რამდენიმე ანგარიში, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შესაბამისად, მსურველ პირებს შეუძლიათ დახმარება ამ ანგარიშებზე ჩარიცხონ", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი