ირაკლი კობახიძე: „არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა“
21-07-2018, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უბრალოდ შეუძლებელი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზებიც. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, იქნება თუ არა ცვლილებები უმრავლესობაში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი არ არის.

 

 

„რაც შეეხება კონკრეტულად, ამ ერთ შემთხვევას, ეს იყო, მე ვიტყოდი, დაგვიანებული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ დაგვიანებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს უმრავლესობის შემადგენლობაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გუნდში, მათ შორის, კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ გუნდში ერთიანობის შენარჩუნებას ზუსტად ისევე, როგორც ვახერხებდით ამას გასული სესიების განმავლობაში, გასული ორი წლის განმავლობაში. გუნდი არის ერთიანი, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, საერთო პრინციპები და ამ პრინციპების გარშემო ვიქნებით, რა თქმა უნდა, გაერთიანებული მომავალშიც“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რაც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, არის „ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა“, რაც აქამდე არცერთ სხვა დეპუტატს არ გაუკეთებია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის.

 

 

„ის, რაც გააკეთა ამ კონკრეტულმა დეპუტატმა, არ გაუკეთებია არც ერთ სხვა დეპუტატს. როდესაც შენ შენს კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს და ასე შემდეგ, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ სხვა დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, ბუნებრივია, ვერავის ასეთი მოლოდინი ვერ ექნება. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის მართლა აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა ამ კონკრეტულ დეპუტატს. არ ვიცი, შეიძლება, რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ ნადვილად აუხსნელია ის, რომ ასეთი რამე კეთდება კონკრეტული დეპუტატის მხრიდან. შესაბამისად, რაც შეეხება შემდგომ რაიმე გადაადგილებას, ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, აქტიურ რეჟიმში წარიმართება კონსულტაციები ყველა საკითხთან დაკავშირებით გუნდში და ამ კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი მუშაობა უმრავლესობაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, ისე იქნა წარმოჩენილი, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არის გუნდის არაერთი წევრი, რომლის მიმართაც დეპუტატმა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.

 

 

„ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, თორემ მე ჩამოგითვლით არაერთ წევრს ჩვენი გუნდისას, რომლის მიმართაც შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა ეს კონკრეტული დეპუტატი, დაწყებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, დამთავრებული მთავრობის კონკრეტული წევრებით. იყო არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ზოგადად გუნდის მიმართ, პარტიის მიმართ. ყველა წითელი ზღვარი გადაიკვეთა. მე ვუსმენდი კონკრეტულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, თითქოს, პარტიული დისციპლინა, ასეთი რამ არ არსებობს დემოკრატიულ სივრცეში, რაც არის ღიმილისმომგვრელი, ვინც ოდნავ ერკვევა. მე თვითონ დისერტაცია მაქვს დაცული პარტიებთან დაკავშირებით. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და მათი შენარჩუნებული. ასეთი ექსპერტები გვყავს ჩვენ, სამწუხაროდ. არასწორად ხდება ხოლმე იმ მოვლენების წარმოჩენა, რომელიც ვითარდება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რომელიმე ოპოზიციური პარტია: მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“ ოთარ კახიძემ რომ თქვას, ვიღაცებზე, რომ პირობითად, ესენი არიან „გიგა ბოკერიები“ ან „ხათუნა გოგორიშვილები“, ბუნებრივია, ეს გახდება მყისიერად, მისი გარიცხვის საფუძველი, ანუ, ანბანურ ჭეშმარიტებებზე არ შეიძლება ვიდაოთ და სამწუხაროა, როდესაც ე.წ. ექსპერტები, ხანდაზმული თუ არა ხანდაზმული, საუბრობენ ასეთ თემებზე. ანუ, არასწორად ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა. როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უბრალოდ შეუძლებელი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოში შეუძლია. მისივე განცხადებით, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისას, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიის შიგნით და პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარესთან.

 

 

„პროცედურა არის დადგენილი პარტიის წესდებით. პარტიის წესდების თანახმად, სამდივნოს გადაწყვეტილება საჩივრდება პოლიტიკურ საბჭოში 14 დღის ვადაში, შესაბამისად, კონკრეტულ დეპუტატს შეუძლია ამის გასაჩივრება პოლიტსაბჭოში და იქ თავისი თვალით ნახავს იმას, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ არ იყო მომხრე მისი გარიცხვისა პოლიტიკური პარტიიდან. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმი პარტიის შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვაქვს კონსულტაციები პარტიის თავმჯდომარესთან, როდესაც მიიღება პრინციპული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს კონკრეტული მოლოდინები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოში არის შესაძლებელი ამის გასაჩივრება და ბუნებრივია, იქ შეიძლება, ხელმეორედ განვიხილოთ ეს საკითხი. მაგრამ, რაც შეეხება გარიცხვის საფუძვლებს, ამის ეჭვქვეშ დაყენება, ბუნებრივია, არ ჯდება არანაირ ლოგიკაში და მე უნდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები მოვისმინე ე.წ. ექსპერტების მხრიდან და ასევე, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც იყო ასეთი განცხადებები. საფუძველი რომ არსებობდა გარიცხვის, ეს ყველასთვის არის, ბუნებრივია, თვალნათელი. როდესაც კაცი თვეების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს თავის თანაგუნდელებს, ბუნებრივია, საფუძველი ამ შემთხვევაში, არსებობს და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიღაც კრიტიკისთვის გაირიცხა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ან არის დაკვეთილი. როგორ შეიძლება, ექსპერტმა ასეთი რამ თქვას, რომ კრიტიკისთვის გაირიცხა ჭიჭინაძე, როცა ყველამ იცის, რომ კრიტიკისთვის არ გარიცხულა, არ ვიცი, ამის უკან რა შეიძლება იდგას. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად ასეთი ალოგიკური განცხადებები კეთდება ხოლმე და მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ამ განცხადებების უკან შეიძლება იდგას გარკვეული ინტერესები, მათ შორის, მერკანტილური გარიგებებიც“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი