ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს
16-06-2015, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.


"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე.


დაზარალებულებმა, თავის მხრივ, პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.


"გვერდით გვიდგას ჩვენი საამაყო ჯარი, მაშველები, პოლიციელები. ისინი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გმირობის არაერთი გამოვლინება ვიხილეთ. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა პრემიერმა.


წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი