ნიკა გვარამიას განცხადებით, სუს-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში კვირიკაშვილი საუბრობს ძალიან მსხვილ ბიზნესმენთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ივანიშვილის ნელ-ნელა გაწევა სახელისუფლებო ცენტრიდან
23-07-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია იმ დეტალებზე საუბრობს, რაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან იძულებით გადადგომის მიზეზი გახდა. გვარამია ამბობს, რომ კვირიკაშვილს - მას შემდეგ, რაც მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან სასამართლო სისტემის რეფორმირების დამაბრკოლებელ ფაქტორად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა და „რუსთავი 2“-ის საქმის ნაწილშიც ხელი მისკენ გაიშვირა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეო და აუდიო თვალთვალი დაუწესა და, როგორც გვარამია ირწმუნება, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს ძალიან მსხვილ ბიზნესმენთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური და შემაფერხებელი როლი აქვს ივანიშვილს ქვეყანაში და როგორ უნდა მოხდეს მისი ნელ-ნელა ჩამოცილება სახელისუფლებო მმართველობიდან.

 


„ღარიბაშვილის კლანი, თავისი მასშტაბით, არ წარმოადგენს საშიშროებას ივანიშვილისთვის - კვირიკაშვილი გაცილებით უფრო მასშტაბური ფიგურა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. პირველ რიგში, იგი მისაღებია იმ სოციუმისთვის, სადაც ბიძინა ივანიშვილი მთლად თავისიანად ვერ გრძნობს თავს. ეს არის თბილისის ცენტრალური უბნები. ნუ, ღარიბაშვილს არავითარი ელექტორატი არ ჰყავდა, მათ შორის საკუთარ დედოფლისწყაროშიც არავის აინტერესებდა ღარიბაშვილი. რაც შეეხება კვირიკაშვილს, მას მოდება აქვს, ელექტორალური მოდება, ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, ამას ვგულისხმობ. ამასთან, კვირიკაშვილთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი გავლენიანი ადამიანი, იქნება ეს საბანკო თუ საერთაშორისო აქტორები, დიპლომატები და ა.შ.

 

 

„ძალიან დიდი დროს დასჭირდა მაგალითად, „რუსთავი 2“-ს თავის საქმეზე, რომ დაერწმუნებინა დიპლომატიური კორპუსი, რომ დაერწმუნებინა, რომ კვირიკაშვილი არის ივანიშვილის იპოსტასი, ანუ მას წარმოადგენს პირდაპირ. კვირიკაშვილი გარკვეულწილად სარგებლობდა სიმპათიით დიპლომატებში და მე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც დაზუსტებით ვიცი. „რუსთავი 2“-ის საქმეზეც ჩვენთან მოდიოდა ხმები, რომ დიპლომატების შენიშვნებზე ამბობდა, რომ რა ვქნა, ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება და ხომ იცით, და გასაგებია ვისაც გულისხმობდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა პრობლემატურ საკითხზე, განსაკუთრებით რეფორმის ნაწილში, იგი ამბობდა, რომ მე მინდა რეფორმები, მაგრამ ივანიშვილს ეს რეფორმები არ უნდა. იგი სისტემას, ასე ვთქვათ, აჩერებს. ამას მოყვა ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაირაზმნენ დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები, ავიდნენ ივანიშვილთან და უთხრეს, რატომ აფერხებ რეფორმებსო, რაზეც იმან ქოში უკუღმა ყარა და იკითხა, საიდან მოიტანეთ ეს ამბავიო? გაირკვა საიდანაც მოიტანეს და კვალი მივიდა კვირიკაშვილამდე. აქ უკვე კვირიკაშვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, გადაწყვეტილი იყო და იგი დასვეს ეგრეთ წოდებულ ნარუშკაზე, რაც ნიშნავს სუს-ის მიერ თვალთვალს - ვიდეო და აუდიო თვალთვალს მათ შორის. და მე არ დავასახელებ ახლა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც იგი გადაღებულია და ვიდეოკადრები მას აჩვენეს გადადგომის წინ და ივანიშვილის ხელში მოხვდა სუს-ის მხრიდან, რა თქმა უნდა. იგი საუბრობს ერთ-ერთ ძალიან მსხვილ ბიზნესმენთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური და შემაფერხებელი როლი აქვს ივანიშვილს ქვეყანაში და როგორ უნდა მოხდეს მისი, ასე ვთქვათ ნელ-ნელა გაწევა სახელისუფლებო ცენტრიდან. ბიზნესმენი ალბათ, ეთანხმება, ვვარაუდობ, იმიტომ რომ ნებისმიერი ჭკუათმყოფელი დაეთანხმებოდა და ამის შემდეგ, როდესაც მას უთხრეს: ‘უნდა გადადგე’, კვირიკაშვილს, მან უარი თქვა და ლოგიკური იყო ეს უარი იმიტომ, რომ მან თქვა, რომ მე გადადგომას ვაპირებდი რამდენიმე ხნით ადრე და მართლა აპირებდა ის გადადგომას, მაგრამ თქვენ არ გამიშვით და ახლა მე არ გადავდგები იმიტომ, რომ ამ მომენტში გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სიბინძურე და ტალახი უნდა წამოვიდეს ჩემზე, არადა ეს არ არის ჩემი დამსახურება, არის ძალოვანების და სამართალდამცავების დამსახურება, ასეთი იყო ისტორია. და როდესაც მან თქვა უარი, მას აჩვენეს კადრები და უთხრეს: ან წახვალ, ან მოხვდები ციხეში იმიტომ, რომ აგერ მასალები შენს ორ მინისტრზე (ქუმსიშვილზე და ალავიძეზე) და ისინი დაგასახელებენ შენ. აი, ეს არის მთელი ისტორია, გარანტირებულად ნამდვილი“, განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც ეჭვობს, რომ ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის და ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შესაძლოა, მათ დაპატიმრებამდე მივიდეს.

 


გვარამია მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მინისტრების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას საფუძველი შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ მისი აზრით, მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი, ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, „კარის გაჯახუნებით“ წავიდა პრემიერის პოსტიდან, „ეს არის უკვე პოლიტიკური დევნა“.

 


„ივანიშვილმა ახლა ორივე რომ დაიჭიროს, ღარიბაშვილიც და კვირიკაშვილიც, ჩავთვლი, რომ ის მათ პოლიტიკურად დევნის... ამას გარდა, ბიძინა ივანიშვილისაგან, ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული, გახრწნილი კაცისაგან ვინმეს დაჭერა კორუფციისთვის, ეს იგივეა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის თურქმენეთის პრეზიდენტმა დაიჭიროს რომელიმე მოხელე... კვირიკაშვილი ჩემთვის არავინ არ არის და მას ნამდვილად იმიტომ არ ვიცავ, რომ გინდა თუ არა მთავარი საძულველი ფიგურა ამ ქვეყნის, ბიძინა ივანიშვილი მას გადაეკიდა, - არა. მე, როგორც ვანო მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ დეტალურად, მაგრამ ვიძახი, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი იმიტომ, რომ მას არ ჰქონია სამართლიანი გამოძიება და სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზეც“, განაცხადა ნიკა გვარამიამ „კვირის აქცენტებში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი