ანატოლი ბიბილოვსა და სირიის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე „მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი
24-07-2018, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა მხარეებს შორის „მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

 


ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება „მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნების საკვანძო ინტერესების გათვალისწინებით“ მიიღეს. ე.წ. შეთანხმების საფუძველზე სირიის ხელისუფლება და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ითანამშრომლებენ. ამასთან ერთად, ე.წ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მხარეები მწარმოებლებისა და ინვესტიციების მოსაზიდად შესაბამისი ეკონიმიკური გარემოს შექმნისთვის იზრუნებენ.

 


შეხვედრის დროს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ „შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ფუნდამენტი იქნება“.

 


ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის ფარგლებშიც ის სირიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.

 

 

ანატოლის ბიბილოვის სირიაში ვიზიტამდე, 22 ივლისს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას. თბილისში აღნიშნული ფაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ დამასკოში ხელმოწერილ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.

 


ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი