ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს, მედიასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლოა, კონკრეტული ინფორმაცია გაამჟღავნოს
24-07-2018, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.

 


კობახიძე არ გამორიცხავს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილისაგან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გახდეს ცნობილი მისი მედიასთან ინტერვიუს მსვლელობისას.

 

 

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალობა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა:

 


„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ, ბუნებრივია, არ გვინდა. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალობა, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

 


ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ინტერვიუ ექნება მედიასთან და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გახდეს ცნობილი.

 


„დღეს იქნება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან. შესაბამისად, მისგან მოვისმენთ, ბუნებრივია, მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც და ალბათ, ამაზეც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომენტარებს, ჩვენ ჯერ გვჭირდება პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძველზე ვიტყვით კონკრეტულად, თუ როგორ წარსდგება ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“. სხვადასხვა ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის საფუძველზე ჩვენ უკვე კონკრეტულ კომენტარებს გავაკეთებთ“,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი