ლაშა ნაცვლიშვილი: მარგველაშვილმა თავისი უზომო ინდივიდუალური „მე“ კოლექტიურ „ჩვენ“-ზე წინ დააყენა
24-07-2018, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი, ტაქტის გრძნობა და სლატშეიმინგი - POST TV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადაცემაში „რეპლიკა“ აფასებს.

 


ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“ მარგველაშვილი თავისუფლების ცნების განსაზღვრას შეეცადა და აღნიშნა, რომ თავისუფლება არის გააზრება იმისა, თუ სად ხარ და რა როლს თამაშობ.

 


„ამ დიდაქტიკას აფრქვევდა ადამიანი, ვისაც ქრონიკულად უჭირს საკუთარი როლისა და ადგილის გააზრება, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ინდივიდუალიზმის სიკეთეზე ლაპარაკობდა კაცი, რომელმაც თავისი უზომო ინდივიდუალური „მე“ დააყენა კოლექტიურ „ჩვენ“-ზე წინ და მთელი ლექციაც მისი „მეს“ ძალიან უხერხული დემონსტრირება იყო“, აცხადებს ნაცვლიშვილი.

 


მისი თქმით, ამ დაუმორჩილებლობის ფილოსოფიამ მარგველაშვილი სრულიად ამოაგდო ყველაფრის ტაქტიდან. ვეღარ იგრძნო სად არის და როგორია მისი როლი. ხალხი სხვაგანაა, ის სხვაგან, კანონი სხვას ამბობს, ის საწინაარმდეგოს აკეთებს.

 


„აკი თქვა კიდევ თავის ლექციაზე მე მიმყავს წინ ქართული დემოკრატია და მე, ჩემი კანდიდატურის დასახელება - არდასახელებით ვქმნი ქართულ პოლიტიკას, მე ვარ არჩევნების მთავარი ინტრიგა და მე ვავითარებ ხელისუფლებასაც და ოპოციზიასო“, აცხადებს ანალიტიკოსი.

 


გადაცემის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ნატო-ს სამიტზე, სადაც მისი თქმით, მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად იდგა და როგორც ყველაზე თავისუფალმა ლიდერმა, ერთადერთმა იქ მდგომებს შორის ცეკვა დაიწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი