ვიდეო - ივანიშვილმა დაასახელა მიზეზი, რატომ უნდა წასულიყო კვირიკაშვილი პოსტიდან და რატომ დაბრუნდა იგი პოლიტიკაში
24-07-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა და ის უნდა წასულიყო, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ანონსში.

 


ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი იყო ის, რომ „ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის“, რაც მისი თქმით, „უკვე დაწყებული იყო“.

 


„ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებს და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა მას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან - ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი და ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, აცხადებს ივანიშვილი.

 

 

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე - თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ივანიშვილი ასე პასუხობს: „ზურა აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება რომ პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“.

 


გადაცემა პირველ არხზე სამშაბათს, 24 ივლისს, საღამოს 21:45 საათზე გავა.

 

 

კომენტარები: 1
#1  kola
      
ვინც რა არ უნდა წეროს და იკითხოს ,დამტკიცებული ფაქტია, საქართველო არის გონებაჩლუნგი საარჩევნო ელექტორატის დებილი ქვეყანა! საქართველოში შეიძლება არსებობდეს არაფორმალური მმართველი,რომელსაც ყლეზე კიდია საქართველო და შეუძლია თავისი შეხედულებით მართოს ქვეყანა--ამას ჰქვია არასრულფასოვანი ერის სინდრომი!
27 ივლისი 2018 10:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი