დავით ჭიჭინაძემ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი პარტიიდან მის გარიცხვასა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა
24-07-2018, 20:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით ჭიჭინაძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ მდივან კრისტი მორდჰოსტს შორის საათნახევრის განმავლობაში გამართული შეხევდრის შემდეგ დეპუტატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ მაღალი რანგის ამერიკელ დიპლომატთან საუბარი პარტიიდან მის გარიცხვასა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა.

 


„დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, აინტერესებდათ პარტიიდან ასეთი რეაქციის მიზეზი. არაფერი ახალი არ მითქვამს, რაც არის მიზეზი, თქვენც მოგეხსენებათ. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩემთვის მიუღებელია სხვაზე ხელის შეხოცვა, თუ ხარ პოლიტიკაში, შენც უნდა იყო პასუხისმგებელი ყველა იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ქვეყანაში ხდება”, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭიჭინაძემ.

 


მისი თქმით, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს დეპუტატის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 


„პირდაპირ გეტყვით, ენატანიაობა ნამდვილად არ ყოფილა, ჯერ გარიცხვაც შემდგარი ფაქტი არ არის და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ საუბარიც ზედმეტია. ნამდვილად არ მოვსულვარ, რომ ვიღაცას შევჩივლო - მჩაგრავენ მეთქი, უბრალოდ ვუთხარი, რომ არის ასეთი ფაქტი, ასეთი მოცემულობა, მიმდინარეობს კონსულტაციები და შემდეგ მოვლენებსაც გაიგებენ, როგორც ეს ნაბიჯი გაიგეს”, განაცხადა ჭიჭინაძემ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 


დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათ შორის ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ მოცემულობაზე, ასევე საუბარი შეეხო „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატსაც.

 


„ამ თემაზე მათაც ჰქონდათ ვარაუდი, მაგრამ მე არც მათთვის მქონდა პასუხი და არც თქვენთვის მაქვს”, აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, მიმართოს პარტიის პოლიტსაბჭოს, განიხილონ მისი პარტიაში აღდგენის საკითხი.

 


„პარტიიდან გარიცხვა არის ჯერ ინიციატივა, არ არის შემდგარი ფაქტი და პრინციპში ექვემდებარება გასაჩივრებას. არც მათთვის მითქვამს გადაჭრით, ვერც თქვენ გეტყვით, გამოვიყენებ თუ არა გასაჩივრების უფლებას. ზოგადად, უბრძოლველად არაფრის დათმობა არ ღირს, განსაკუთრებით ისეთი ღირებულის, როგორიც არის „ქართული ოცნება”, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და დაამატა:

 


„ეს ქართული ოცნება შედგება ორი კომპონენტისგან, ქართველი ხალხისგან და ბიძინა ივანიშვილისგან, დანარჩენი ამ კომპონენტს ვერავინ შეცვლის. ჩვენ ბევრი ვნახეთ შუაში, ვისაც უნდოდა, მოეხდინა იდენტიფიცირება, რომ ის არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ვერ შეძლო. ხალხი ენდობა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილი ენდობა და ეყრდნობა ხალხს”.

 


მისივე თქმით, პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია, შეხვედრილი კი სულ ორჯერ არის, ისიც უმრავლესობის სხდომებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი