ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი პარტიის მშენებლობაში იქნება ჩართული, ხოლო თავად პარტიაში კი ეფექტური მმართველობის დასამკვიდრებლად აუცილებელია საკადრო პოლიტიკის გაძლიერება.
„პარტიაში უნდა მოხდეს მეტი ახალგაზრდობის ჩართულობა, ახალი კადრების მოძიება რეგიონებში განსაკუთრებით. „ქართულ ოცნებას“ ბევრი აქვს გასააკეთებელეი იმისთვიუს რომ დაემსაგავსოს ევროპულ პარტიას, და იმედი მაქვს მე ამ საქმეს მოვერევი“, აღნიშნა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ და დაამატა:
„უნდა მოვახერხოთ რომ გავაძლიეროთ გუნდი და უფრო ეფექტური გავხადოთ მმართველობა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.