ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა მოახერხა, იმ რვა მილიონიან საქმეს, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯა, პიჯაკების საქმე უწოდა და ის პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა
24-07-2018, 22:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარგველაშვილმა მოახერხა, იმ რვა მილიონიან საქმეს, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯა, პიჯაკების საქმე უწოდა და ის პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა. ეს კაცი არ იმსახურებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩემგან, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 


„პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ იმას, რასაც ეს კაცი კითხულობს, რომ ეს საქმე „ტრაქტორების“ ან „კაბელების“ თემას არ დაემსგავსოს, და კითხვას სვამს, პასუხს არ იმსახურებს. რამეთუ მან მოახერხა, იმ რვა მილიონიან საქმეს, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯა, პიჯაკების საქმე უწოდა და ის პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა. ეს კაცი არ იმსახურებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩემგან. თუმცა, რადგან კითხვა დაისვა, საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. „ტრაქტორების“ საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა. მე მაშინ პრემიერ მინისტრი გახლდით, დათო კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მე ჩემს ფავორიტ მინისტრად დავასახელე. როდესაც პროკურატურიდან გაჩნდა კითხვა, მე მისი დაცვა კი არ დავიწყე, მას ვთხოვე პროკურატურისთვის საშუალება მიეცა და გამოძიების პროცესში ის გადამდგარიყო. მან ეს გააკეთა კიდეც. ის განცდა, რომ მე კირვალიძეს ფორმალურად ვასახელებდი ფავორიტად, დღესაც დამრჩა. მე მასთან დღესაც ვმეგობრობ და რამდენიმე დღის წინ მეგობრული შეხვედრაც მქონდა და სოფლის მეურნეობის საკითხებზეც ვისაუბრეთ. აი ეს არის ხელწერა, რაც ჩვენ გუნდში მოვიტანეთ და მე ეს ძალიან მეამაყება. როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში გვახსენებენ, სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ოპოზიციური ნაწილი ნაციონალური მოძრაობის რიტორიკაზე გადავიდა ბოლომდის და მას იზიარებენ. ამ დროს, აქ კითხვა არ უნდა დაისვას, ეს არის სწორედ ის ხელწერა, რაც ჩვენ მოვიტანეთ და მასშივე ჯდება ეს ე.წ „კაბელების“ საქმეც“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი