ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერს 5 წლის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ყველამ იცოდა, რომ მე პასუხს მოვთხოვდი იმას, ვისაც ხელი წასცდებოდა
24-07-2018, 23:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ მას არაფორმალურ მმართველობასთან საერთო არაფერი აქვს და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ჰკითხონ კვირიკაშვილს, რომელიც უკვე აღარ არის მისი მეგობარი და ივანიშვილის თქმით, ის, რასაც მას აბრალებენ და „არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში“.

 

 

აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. მანვე დასძინა, რომ ყველაფერს 5 წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და ყველამ იცოდა, რომ „მე პასუხს მოვთხოვდი იმას, ვისაც ხელი წასცდებოდა".

 

 

„რა თქმა უნდა ის, რომ მე არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მითუმეტეს, არც ხელისუფლებას, ამის კარგი მაგალითი, თუ ნებავს ოპოზიციას, ჩვენ მეგობრულად რომ არ დავშორებულვართ კვირიკაშვილთან, ეს უკვე გაიგო საზოგადოებამ და დღესაც ბევრი ვისაუბრე ამაზე. აგერ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მე მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ეს ესე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის ამ ნაწილში, როდესაც ბანკებმა გადაჭამეს ეს ქვეყანა და რეგულაციების მიღება იყო საჭირო. მე ამას ვერ მივაღწიე. არაფერი დაჟინებითი მოთხოვნები მე არ მქონია და არავითარი ხშირი ზარები არ ყოფილა. თუ რამე ფორმალური ზარი განხორციელდებოდა და შემეკითხებოდა რაღაცას, მე რა თქმა უნდა პასუხს გავცემდი. ეს კარგი მაგალითია იმის, აგერ არის ეს კაცი და არაა ის ჩემი მეგობარი. კითხონ მას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის საქმეში. ის, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში. მე ძალიან ხშირად მითქვამს ტელევიზიით, რომ მე მაქვს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნდობა და ამ ნდობით მე შემიძლია ნებისმიერ მომენტში ვისარგებლო და გავაკრიტიკო ნებისმიერი ხელისუფალი. აი, რასაც ქვია საზოგადოების კონტროლი და რაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ პრაქტიკა და გამოცდილება ცოტა გვაქ და საზოგადოება ამას ეფექტურად ვერ ახერხებს, მე გარკვეულწილად ვავსებ. ის ნდობა, რაც მაქვს საზოგადოებიდან, საზოგადოებასვე ვუბრუნებ უკან და მათ ფუნქციას ვასრულებ. რა თქმა უნდა, ამ კონტროლს ანგარიშს უწევენ. მე, წასული კაცი, ამ ყველაფერს ხუთი წლის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ყველამ იცოდა, რომ მე პასუხს მოვთხოვდი იმას, ვისაც ხელი წასცდებოდა. მოვითხოვდი რა, მე არ მყავს ჯარი და პოლიცია. გამოვიდოდი და ვიტყოდი საზოგადოებაში“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი