სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი ძალაუფლების უზურპაციისთვის წაუყენეს
27-07-2018, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სომეხმა გამომძიებლებმა ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი ძალაუფლების უზურპაციაში დასდეს და სასამართლოს მისი დაპატიმრებისკენ მოუწოდეს.



სომხეთის მეორე პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენებას წინ უძღოდა 3 თვის წინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქლაქ ერევანში  კორუფციისა და კრონიზმის წინააღმდეგ გამართული მასობრივი გამოსვლები, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა.



ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტად 1998 წელს აირჩიეს და 2008 წელს გამომძიებლებმა მას არჩევნების წინა პერიოდში კონსტიტუციური წყობის დარღვევაში დასდეს ბრალი, როდესაც, მისი მოკავშირე, სერჟ სარგსიანი გახდა სომხეთის ახალი პრეზიდენტი.



2008 წლის თებერვლიდან მარტამდე ოპოზიციამ მიტინგების მოწყობა დაიყო. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და ის მათ კანდიდატს, ლევონ ტერ-პეტროსიანს ჰქონდა მოგებული.



ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგების დარბევისას პოლიციასთან შეტაკებაში 10 ადამიანი გარდაიცვალა. კონსტიტუციურმა სასამართლომ არჩევნების შედეგები დაიცვა.



ოპოზიციის აქტივისტი, ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 2009 წლის ივნისში წინასაარჩევნო პერიოდში მღელვარების გამოწვევისა და ხალხის აბუნტების ბრალდებით დააკავეს, 2018 წლის 8 მაისს პრემიერ მინისტრად იქნა არჩეული.



ქოჩარიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. თუმცა, მანვე დაამატა, რომ ის მზადაა ციხეში წავიდეს.



„ეს ბრალდებები მოგონილი, ყალბი, უსამართლო და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია“, აღნიშნა ქოჩარიანმა Yerkir Media TV-სთან საუბრისას.



ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოვლენების განვითარების ყველაზე უფრო მოსალოდნელი სცენარი მისი დაპატიმრება იქნება, მიუხედავად ამისა, როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს ქვეყნიდან გაქცევას.



„მე წავალ ციხეში და ბოლომდე ვიბრძოლებ“, განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი