სვანეთში, სოფელ კალაში, წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, კვირიკობა აღინიშნება, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან
28-07-2018, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

 

 

წმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.

 

 

როგორც სვანური ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა ეს ეკლესიაც დარბაზულია. მას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ორი სარკმელი – ერთი საკურთხეველში და მეორე დასავლეთ კედელში. ამჟამად მოქმედია დასავლეთის შესასვლელი.

 


ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და შესანიშნავი ქართველი მხატვრის თევდორეს მიერ, რომელიც XI-XII სს-ის მიჯნაზე დემეტრე მეფის კარზე მოღვაწეობდა.

 


ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმიდა კვირიკე და წმიდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმიდა ბარბარე და წმიდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ – წმიდა სტეფანე, წმიდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმიდა ივლიტა და წმიდა ქრისტინა.

 

 

სამხრეთის კედელი დათმობილი აქვს წმიდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ორ ეპიზოდს – პატარა კვირიკეს სასახლის კედლიდან გადმონარცხებას და წმიდა ივლიტას სიკვდილით დასჯას. მათ ზემოთ გამოსახულია ანგელოზი მოწამოებრივი ნიმბით ხელში. ამ გამოსახულებებს ახლავს წარწერები: “წმიდაი ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაი წმიდისა კვირიკესი, ძისა თვისისა”, ხოლო მეორე კომპოზიციაზე: “თუესა ივლისსა იე (15) წამებაი წმიდისა კვირიკესი. მან უღმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაი კვირიკე საყდართაგან”. წამების დღე აღნიშნულია წმიდა ივლიტეს თავის კვეთის გამოსახულებაზეც: “თუესა ივლისსა ივ (16) წამებაი წმიდისა ივლიტასი”. ორივე თარიღი აღნიშნულია ძველი წელთაღრიცხვით – ამჟამად კვირიკობა და ივლიტობა 28-29 ივლისს აღინიშნება.

 


ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელი კარების ზემოთ, კედლის მთელ სიგანეზე მოთავსებულია ლურჯ ფონზე თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა სამ სტრიქონად: “სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ხევისა აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმიდასა ეკლესიასა; წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ.”

 


ლაკურგის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია. ამას გვაუწყებს წარწერა: “საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი, ახლად შევამკე”. ამ დროს ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიხედვით მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.

 


ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.

 


წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.

 


ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

 


ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.

 


წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

 


კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

 


წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.

 

 

http://www.ambioni.ge

 

კომენტარები: 3
#3   Maira
      
Wow, this article is pleasant, my younger sister is analyzing these things, so I am going to convey her.


Also visit my page Sadie
9 ნოემბერი 2021 06:05
#2   Royce
      
Hello There. I found your blog using msn. This is an extremely well written article.
I will be sure to bookmark it and return to read more
of your useful information. Thanks for the post. I will certainly return.

My homepage :: Scot
8 ნოემბერი 2021 15:22
#1   John
      
Hey! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be
ok. I'm absolutely enjoying your blog and look forward
to new posts.

Look into my web site: Jeanna
8 ნოემბერი 2021 14:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი