მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ქონდა იდეალური ბიოგრაფია, ადამიანი უკეთესს ვერ ინატრებდა, მაგრამ მან, საქართველოს ისტორიის ძალიან კრიტიკულ მომენტში, ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი
01-08-2018, 00:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩი იყო საფრანგეთში და, მართალია, ქონდა იდეალური ბიოგრაფია, ადამიანი უკეთესს ვერ ინატრებდა, მაგრამ მან, საქართველოს ისტორიის ძალიან კრიტიკულ მომენტში, ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი. ამას სამშობლოს ღალატი ქვია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.

 


„2004 წლისთვის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩი იყო საფრანგეთში და, მართალია, ქონდა იდეალური ბიოგრაფია, ადამიანი უკეთესს ვერ ინატრებდა. ჩვენ ბალტიის ქვეყნების მაგალითი გვქონდა თვალწინ, რომ ბევრი უცხოელი დააბრუნეს თავის ქვეყანაში და ამიტომ, მე ძალიან რომანტიკოსი ვიყავი ყოველთვის და ჩვენი რომანტიული ოცნების ნაწილი იყო, რომ ქართული ემიგრაცია, მათ შორის საქართველოს ერთიანობის კუთხით, ჩაგვება ამ საქმეში. სხვათაშორის, ის ძალიან მაგარი ოჯახიდანაა. მაგალითად, მისი ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია საფრანგეთში. მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეული ადამიანია და საქართველოს ინტერესების დაცვაში ზედმეტი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ალბათ მისი ძმა რომ ჩამოგვეყვანა მის ნაცვლად, სჯობდა, მაგრამ ეს ქალაბატონი დიპლომატიაში იყო და ჩამოვიყვანეთ. მერე რაებიც ჩაიდინა ყველამ ვნახეთ. მან, საქართველოს ისტორიის ძალიან კრიტიკულ მომენტში, ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი. ამას სამშობლოს ღალატი ქვია. ივანიშვილი მის დაყენებას აპირებდა იმიტომ, რომ ეს გულს გაუხარებდა მის მეგობრებს მოსკოვში და გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის კურსს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გადაუხვევს და ამიტომაც კარგი კანდიდატია. მე გავიგე, რომ გრიგოლ ვაშაძე კრებს სიჩქარესა და ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე უფულო კანდიდატია და ყველაზე მეტს მას ებრძვიან, მაგრამ თვალსა და ხელს შუა იკრებს ძალას. ისინი ამან ძალიან შეაშფოთა. ნახეთ, Facebook-ში ბოტების გვერდები გააკეთეს, დარაზმეს თავისი ჩამოყვანილი რუსები და უცხოელები, რომლებიც ამ ბოტებს უკეთებენ ორგანიზაციას და მუშაობენ ვაშაძის დისკრედიტაციისთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი