მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქონება და საქართველოში გაკეთებული ფული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 4-5 მილიარდს შეადგენს
01-08-2018, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის ქონება, საქართველოს აქტივები და საქართველოში გაკეთებული ფული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 4-5 მილიარდს შეადგენს. საქართველო გაღარიბდა. ჩემს დროს თუ ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა, ივანიშვილის დროს ის აღარ იზრდება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.

 


„როდესაც ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი იძახიან, რომ კრედიტები გამოიტანეს და ეს კრედიტები დააბრუნეს, ეს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა და ბანკი „ქართუს“ კრედიტებია. დაბრუნება ივანიშვილის ჯიბეში ხდება. ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო რესურსებს. ქართველი ხალხი ივანიშვილის გამდიდრების ხარჯზე ღარიბდება. მისი ქონება, საქართველოს აქტივები და საქართველოში გაკეთებული ფული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 4-5 მილიარდს შეადგენს. საქართველო გაღარიბდა. ჩემს დროს თუ ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა, ივანიშვილის დროს ის აღარ იზრდება. სამაგიეროდ, ივანიშვილის ქონება იზრდება. მე ფულს ვშოულობდი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ მე ავაშენე ტექნიკური უნივერსიტეტი, ავაშენე ავტობანები, ახალი ქალაქები, როდესაც ივანიშვილი, ფულს შოულობს საქართველოში, ქართველების ხარჯზე. მისი ერთ-ერთი მეგობარია შალელაშვილი, რომლის შვილი, ისრაელის მოქალაქეა, ამერიკელებმა დაიჭირეს იმისთვის, რომ ორი მილიარდი დოლარი მოპარა ჯეი პი მორგანს. ამის მერე რა მოხდა?! 400 მილიონი დოლარი მიატანინეს უკან. არავის უთქვამს ამერიკაში, რომ ეს არის სამართლიანობის დარღვევა. პროკურატურამ უთხრა, რომ თუ გინდა რომ ციხეში არ იჯდე, დაიწყე ფულის მოტანა. 400 მილიონი დოლარი პროკურატურის დავალებით მიიტანა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი