ლადო პაპავა: „როგორც კი ივანიშვილმა პირველკაცობა დაიბრუნა და კვირიკაშვილი „მგლის ბილეთით“ გააძევა პოლიტიკური სივრციდან, იგივე გუნდი კვირიკაშვილს ყვავ-ყორნებივით შეესია“
01-08-2018, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი გარემოცვა და სახელისუფლებო გუნდიც ხომ თვითონ დააკომპლექტა - შესაბამისად, საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც მანვე უნდა იკისროს“, - აცხადებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 


„თუ კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა მისთვის მისაღები არ იყო, რატომ გადაიყვანა ეკონომიკის უსუსური მინისტრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციის გავლით პრემიერ-მინისტრად?! ვის უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი, თუ არა ისევ ივანიშვილს? სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი აბსოლუტურად პრიმიტიულია - გუნდის განწყობა დამოკიდებულია პირველ კაცზე. ჯერ იყო და, გუნდმა დაიჯერა, რომ კვირიკაშვილი მართლა გახდა პირველი კაცი და ყველა მის ნათქვამს კაჭკაჭივით იმეორებდა, მაგრამ როგორც კი ივანიშვილმა პირველკაცობა დაიბრუნა და ის „მგლის ბილეთით“ გააძევა პოლიტიკური სივრციდან, იგივე გუნდი კვირიკაშვილს ყვავ-ყორნებივით შეესია“, აცხადებს ლადო პაპავა და განაგრძობს:

 

 

„სანამ საპარლამენტო უმრავლესობას ეგონა, რომ კვირიკაშვილს ივანიშვილი სრულად ენდობოდა არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ პარტიაშიც, ყველა ერთხმად სწორედ კვირიკაშვილის პოზიციას ეთანხმებოდა და მას უპირობო ლიდერად აღიარებდა (რა თქმა უნდა, ივანიშვილის შემდეგ). საკმარისი აღმოჩნდა, ივანიშვილი კვირიკაშვილს დაჰპირისპირებოდა, რომ გუნდის პოზიციაც რადიკალურად შეიცვალა და მათ უარი თქვეს, კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და ალავიძის გვერდით დამდგარიყვნენ. საბედნიეროდ, პარლამენტში პრინციპული დეპუტატებიც აღმოჩნდნენ. მათ შორის აღსანიშნავია დავით ჭიჭინაძე. გედევან ფოფხაძემაც სცადა ხმის ამოღება, მაგრამ მხოლოდ ბოდიშის ამოკნავლება მოახერხა, ჭიჭინაძე კი დასაჯეს იმის გამო, რომ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ასეთ ვითარებაში ჯანსაღად აზროვნებდა და ვაჟკაცურადაც იქცეოდა. დეპუტატების უმრავლესობას არ ესმის, რომ თითოეული მათგანი პაიკი და სხვისი ბრძანების შემსრულებელი კი არა, კანონმდებელია და პულტზე თითის დაჭერისას საპარლამენტო „დირიჟორის“ ხელს კი არ უნდა უყურებდნენ, თვითონაც უნდა უფიქრდებოდნენ, ვის დაუჭირონ მხარი - ცხოვრება პარლამენტით არც იწყება და, ღმერთმა ნუ ქნას, პარლამენტითვე მთავრდებოდეს“.

 


ლადო პაპავას აზრით, პრობლემა ის კი არ არის, რა ვითარებაში აღმოჩნდება მომდევნო პრემიერი, არამედ ის, რომ ქვეყანა დიდი ხანია საფრთხეშია, რადგან ის არასწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება.

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში სიღარიბის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა, თუმცა მისი ხედვის შესაბამისი ნაბიჯები ისედაც მძიმე სოციალურ ფონს უფრო დაამძიმებს. თვისებრივი ძვრა ეკონომიკაში ჯერ არ ჩანს, შესაბამისად, მისი არგუმენტები ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე რეალობასთან დაკავშირებული არ გახლავთ -ეკონომიკური ზრდა ფინანსური სექტორისა და ტურიზმის მასშტაბის ზრდის შედეგია. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქვეყანაში, მთლიანი შიგა პროდუქტიც იზრდება, მაგრამ მაინც ეკონომიკურ ჩიხში ვართ. ტურიზმის გაზვიადებულ როლს ეკონომიკაში, რომელიც რეალურად განუვითარებელია, „ტურისტული ხაფანგიც“ კი ვუწოდე. კერძოდ, სამომხმარებლო და სასურსათო კალათების 80%-ს შეადგენს იმპორტული პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ როგორც ჩვენ, ისე ტურისტიც, შესაბამისად, ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული ყოველი ერთი დოლარიდან საშუალოდ 80 ცენტი იმპორტს ხმარდება. ტურისტი რომ სასტუმროში მიდის, იქ ადგილობრივი წარმოების თუნდაც ნათურას ვახვედრებთ? სამწუხაროდ, არა! ბიძინა ივანიშვილი კი ყურადღებას ისევ სასტუმროებზე ამახვილებს. ასეთ ფონზე ეკონომიკის მინისტრად ისევ ექიმის (შეხსენებისთვის, ბატონი კვირიკაშვილიც განათლებით ექიმია) დანიშვნა დანაშაულებრივი შეცდომაა. ერთი მწარე გამოცდილება ხომ მიიღო კვირიკაშვილის სახით, ახლა იმავეს იმეორებს?“ აცხადებს პაპავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი