ვიდეო: „გლდანის ველზე ივანიშვილის ყაჩაღობის ისტორია დამთავრდება... მას ხალხის რისხვისაგან ვერანაირი ციხისა და სხვა დაცვები ვერ უშველის“ - ნათელაშვილმა განცხადება ბიტკოინების ქარხანასთან გააკეთა
01-08-2018, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შალვა ნათელაშვილმა Facebook Live-ით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გლდანში მდებარე ელექტროენერგიის სადგურის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილს ბიტკოინების მომპოვებელი კომბინატი გააჩნია და „მოსახლეობის ელექტროენერგიის 40%-ის გამოყენების ფასად ათეთრებს მილიარდებს“. მანვე დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავისთვის, ელექტროენერგიის გადასახადი 11 თეთრი დაიტოვა, რომელსაც მოსახლეობას ახდევინებს.


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს წარმოება სტუდენტობას გადაეცემა და ამ თანხებით, ის სტუდენტების ქირას, გრანტებსა და უცხოეთში სწავლის გაგრძელებას უზრუნველყოფს.


ნათელაშვილმა ყურადღება ბიტკოინების საწარმოს ადგილმდებარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი გლდანის ციხის გვერდითაა და თუ ხალხი ივანიშვილის საწარმოს დარბევას გადაწყვეტს, ის ციხის დაცვით შეეცდება ხალხის მოგერიებას. თუმცა, როგორც ნათელაშვილი ამბობს, „ხალხის რისხვისაგან ვერანაირი ციხისა და სხვა დაცვები უშველის, რადგან ის დაცვაც ჩვენს გვერდზე დადგება“.

 

 


„ამასწინათ, ბიძინა ივანიშვილი ნიანგის ცრემლებით ტიროდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში მას ბიზნესინტერესები არ გააჩნია და მილიარდებს ჩვენი ბედნიერებისთვის ხარჯავს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. ჩვენ ეხლა ვართ გლდანში, ბიტკოინების წარმოება, ბიძინა ივანიშვილის და ებრაელობით მოვაჭრე, რუსეთის აგენტ შალელაშვილისა, სადაც კეთდება და თეთრდება მილიარდები ჩვენი ელექტროენერგიის 40%-ის გამოყენების ფასად. ამას ისევ ჩვენ ვიხდით და ამის შემდეგ გამოვა ეს მართლაც ყველანაირი ზნეობრივი ელემენტებისაგან გარეცხილი არსება, და აქეთ წამოგვაყვედრის, რომ ის მხსნელად დაიბადა და მოევლინა ქვეყანას. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, ეს ბიტკოინების მთელი წარმოება გადაეცემა სტუდენტობას და ეს თანხები მოხმარდება სტუდენტებისათვის სწავლის ქირის გადახდას, მათ სტიპენდიებს, მათ გრანტებს, უცხოეთში გაშვებას, ახალი სპეციალობებისა და ფაკულტეტების გახსნას. ამით დამთავრდება ყაჩაღობის ისტორია, რომელიც ჩვენ გლდანის ველზე ვიხილეთ. ალბათ თქვენ იმასაც ამჩნევთ, რომ ჩვენ პირდაპირ ტრანსფორმატორების ქვესადგომია. ზუსტად ამის ქვეშ აუშენებია, როგორც ტილი მიაჯდება სხეულს ყველაზე მსუყე ადგილას, ისეა მიმჯდარი ელექტროენერგიას. მოგეხსენებათ, ბიტკოინები ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობის ხარჯზე მუშაობს და გახსნა აქვე თავისუფალი ზონა. გაითავისუფლა საკუთარი წარმოება დენის გადასახადისგან. ჩვენ ვიხდით 25-ს და მან დაიწესა თავისი თავისთვის 11 თეთრი, რომელსაც ჩვენ გვახდევინებს. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს თაღლითობის და გადაგდების ასეთი პრეცედენტი. ზუსტად გამეორდა ყვარყვარე თუთაბერის ისტორია. მან, 150 ქარხნის აშენების მაგივრად, ააშენა თავისი ბიტკოინების მილიარდიანი წარმოება. ისე გამოვიდა, რომ ოქროს ქარვასლას აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩებიო... მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტერიტორია გლდანის ციხის გვერდითაა და როგორც მტაცებელს ჩვევია, ივანიშვილმა ოპტიმალური ადგილი შეარჩია. ციხე არის დაცვის განსაკუთრებული სარეჟიმო ობიექტი და თუ ხალხი აქ შტურმით მოვიდა და ამ ბიტკოინების ქარხნის აღება მოინდომა, ციხის დაცვა ამ პროცესების მოგერიებაში დაეხმარება, მაგრამ ხალხის რისხვისაგან ვერანაირი ციხისა და სხვა დაცვები უშველის, რადგან ის დაცვაც ჩვენს გვერდზე დადგება. ეგ მაგან ძალიან კარგად უნდა იცოდეს“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 3
#3   It
      
ლადო შენ ალბათ ამის გრამატიკა და ლექსიკა ძე გეცინება. შეგახსენებთ ასი წლის მერე ისტორიაში შავ ლაქას ამოიკითხავენ შვილთაშვილები და ეს არა შალვა არამედ ყალთაბანდი ბიძო იქნება
25 იანვარი 2020 19:10
#2   გენადი
      
ლილოს ქვესადგურთანაც გაიხსნა 2 კვირაააააა!
3 აგვისტო 2018 09:21
#1  lado
      
გლდანის ველზე ივანიშვილის ყაჩაღობის ისტორია დამთავრდება – :–) ძალიან ნიჭიერი კაცია შალიკო, უდავოდ ნიჭიერი. wink
1 აგვისტო 2018 09:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი