გიორგი მარგველაშვილი: ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობა ერთობლივ წვრთნებში სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა
01-08-2018, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნაზე.

 


როგორც საქრათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში საქართველოსთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

 

 

„დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები მიმართულია, მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მათი ყოფის დაცვისაკენ. უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში.

 

 

ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქით, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობა.

 

 

პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან.

 


დღეს ჩვენ ქართველ ჯარისკაცებს ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომლებიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს.

 

 

დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ ოკუპირებულია ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე და იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ამ ტეროტორიას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლაიანობას მშვიდობით აღიდგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ.

 

 

მივესალმები თქვენს ერთობას, ერთმანეთის გვერდით დგომას.

 


მივესალმები იმას, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში დახვეწავთ თქვენს საბრძოლო უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საბრძოლო უნარი არასოდეს იყოს გამოყენებული რეალური ბრძოლის დროს, რომ არ დაიღვაროს არცერთი ჯარისკაცის სისხლი, მაგრამ ამის საწინდარია თქვენი პროფესიონალიზმი და სიძლიერე.

 

 

ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს უწევთ.

 

 

ღმერთმა დალოცოს თქვენი ქვეყნები, საიდანაც ჩამობრძანდით და ღმერთმა დალოცოს საქართველო", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი