გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით
01-08-2018, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემას უნდა ჰქონდეს ადგილი.

 

 

„ასეთ საკითხებზე ჩატარებული გამოკითხვები რამდენად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს, საეჭვოა. მოდით, ასე ვთქვათ - მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარება კარგი და დადებითი ჩვევა არაა. მე შეიძლება შევუერთდე ამ 75%-ს, შეიძლება შევუერთდე იმ 90%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა. შემიძლია იმ 100%-ს შევუერთდე, ვისაც ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარება ცუდად მიაჩნიათ. ჩვენ უნდა გავავლოთ ზღვარი, ცუდი და კარგი ჩვევა ერთია, და მე ვიზიარებ იმ ადამიანების პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის მოხმარება მიაჩნიათ სწორად, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად უნდა ჩავსვათ ამის გამო ადამიანები ციხეში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვარის გავლება. ამის შინაარსიდან გამომდინარე, ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა იყვნენ. სრულიად სწორი, თავისუფლებაზე ორიენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შეიძლება მოსახლეობის ასივე პროცენტი არ დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას და, შესაძლოა, თავად მოსამართლეებიც არ თვლიან, რომ მარიხუანის მოხმარება კარგია, მაგრამ ამ ზღვარის ცოდნაა საჭირო. ერთია, არ მოგწონდეს რაღაც, და მეორეა, ამის გამო ადამიანებს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოებს და რაც უფრო გავაფართოვებთ ამ ზღვარს და მივცემთ მათ საშუალებას, თვითონ აირჩიონ როგორ მოიქცნენ, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე გახორციელებული თავდასხმები. ამ ბოლო დროს, ამგვარ ინსტიტუტებს, ძალიან ხშირად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან და თუ ამ ინსტიტუტებს დავანგრევთ, მაინტერესებს, ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს?!“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი