გიორგი მარგველაშვილი: ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება“
01-08-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ვითარებას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და უპარტიო კანდიდატს დაუჭიროს მხარი, წინასაარჩევნო კურიოზს უწოდებს.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, აღნიშნულ თემაზე საუბრისას პარალელი გაავლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან და განაცხადა, რომ მაშინ თავადაც უპარტიო კანდიდატი იყო, რომელსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, დღის წესრიგს „ქართული ოცნება" კარნახობდა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, აქედან გამომდინარე, „დამოუკიდებელი" კანდიდატი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება, „დამოუკიდებელი" ვერ იქნება.

 

 

„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, მე როგორც ვხვდები, ბუნებაში არ არსებობს. მე ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" ვერ დააყენებს კანდიდატს იმიტომ, რომ ამ კანდიდატმა თემები - ვეტოს თუ გამოყენებ, მტერი ხარ და სასახლეში თუ შეხვალ, მოღალატე ხარ, ეს თემები თავის თავზე უნდა აიღოს და ხელი მოაწეროს, რომ იქნება მორჩილი, ყველაფრის შემსრულებელი. აქედან გამომდინარე, იმას, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ რომ იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, ამას მინდა რომ ყურადღებით დააკვირდეთ - რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ზუსტად ასე - მე არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად იმ კანდიდატმა და შესაბამისად „ქართულმა ოცნებამ" უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას: ხუთი წლის განმავლობაში, მე რომ მეუბნებოდა მმართველი პარტია რომ ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი? კიდევ ერთხელ, ზუსტად ასე, 2013 წელს მე არ ვიყავი პარტიის წევრი, უბრალოდ მხარს მიჭერდა მმართველი პარტია. ასე რომ, ეს კიდევ ერთი კურიოზია ასე ვთქვათ, როგორც კი დაიწყო არჩევნები კურიოზული სიტუაციები წარმოიქმნა, გეგონება ახალი ფორმატი არის უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებით. უპარტიო კანდიდატი არ ვიყავი, როდესაც იმას მაყვედრიდნენ, რომ თურმე „ქართული ოცნება" რასაც იტყვის, იმ დღის წესრიგისთვის უნდა დამეჯერებინა, ასე რომ, ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება". ან არის პარტიის კანდიდატი, ან არ არის. ზუსტად ასე ვიყავი მეც უპარტიო", განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი